იულ ბრინერი – “ნუ მოწევთ!”

იულ ბრინერი (1920-1985 წლები) – წარმოადგენდა რუსი წარმომავლობის მქონე ამერიკელ კინოსა და თეატრის გამოჩენილ მსახიობს,რომელმაც განსაკუთრებით დიდი აღიარება მოიპოვა,სიამის მეფის როლის შესრულებით,მხატვრულ ფილმში – “მეფე და მე” და ეგვიპტის ფარაონის რამსეს II-ეს კინოროლის შესრულებისათვის,კინოფილმში – “ათი მცნება”.მიუხედავად მისი ნაყოფიერი სამსახიობო მოღვაწეობისა,აღნიშნულ პოსტში მისი მოღვაწეობა განხილულ არ იქნება,რადგან თემა ეხება “თამბაქოს მოწევის” მანკიერ მოვლენას.ცნობილია,რომ იულ ბრინერი ერთ-ერთ ყველაზე მწეველ მსახიობად იყო მიჩნეული იმ პერიოდში.(ავტორი გენია.ჯი) თამბაქოს მოწევა მან 12 წლის ასაკში დაიწყო და მიუხედავად თამბაქოზე მისი საოცარი დამოკიდებულებისა,1971 წელს მან უარი განაცხადა ამ მავნე ჩვევაზე.თუმცა უკვე გვიანი იყო,რადგან 1983 წლის სექტემბერში დიდ მსახიობს მედიკოსებმა თამბაქოსაგან გამოწვეული,ავთვისებიანი ყელის კიბო დაუდგინეს.დაიწყო მისი მკურნალობის კურსი (მათ შორის ქიმიური სხივების თერაპიით),თუმცა უშედეგოდ და მსახიობს თავად მოუწია აღიარება იმისა,რომ მალე გარდაიცვლებოდა.სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თანამშრომლობა იულ ბრინერმა,ამერიკულ ონკოლოგიურ საზოგადოებასთან,რათა გაეკეთებინა სოციალური რეკლამა “თამბაქოს მოწევის” საწინააღმდეგოდ.1985 წლის 10 ოქტომბერს – იულ ბრინერი ყელის კიბოს შედეგად გარდაიცვალა.მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში კი,ამერიკის შეერთებული შტატების ტელევიზიებში გადაიცა მსახიობის უკანასკნელი თხოვნა საზოგადოებისადმი.იგი მოსახლეობას მიმართავდა შემდეგი სიტყვებით:

“ახლა,როდესაც უკვე მე წავედი,გეუბნებით თქვენ: არ მოწიოთ! გააკეთეთ ის რაც გსურთ,ოღონდ – ნუ მოწევთ!”