ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდები”
1. ყველასათვის ცნობილია,რომ ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსი – ალბერტ აინშტაინი,ალკოჰოლის მიმართ საკმაოდ მწყრალად იყო განწყობილი და ძალიან იშვიათადაც სვამდა.1930 წელს,ნიუ-იორკში ერთ-ერთ ვიზიტის დროს,ალბერტმა პრეს-კონფერენცია გამართა (ეს გახლდათ “მშრალი კანონის” მოქმედების ისტორიული პერიოდი),სადაც აღნიშნულ თემაზე დასმულ შეკითხვაზე ასეთი პასუხი გასცა:
“მე არ ვსვამ.არა ვარ ალკოჰოლური სასმელების მოყვარული.ასე რომ ეს კანონი სწორედ ჩემთვის არის ზედგამოჭრილი”. (ავტორი გენია.ჯი)
2. ალბერტ აინშტაინი “დაბადების დღის” აღნიშვნას,მხოლოდ საბავშვო ასაკის მქონეთათვის მიიჩნევდა მიზანშეწონილად.მისი დამოკიდებულება ამ საკითხის ირგვლივ მილევ მალიჩზე გაგზავნილ წერილშიც ნათლად ჩანს:
“ჩემო ძვირფასო მიჯნურო… უპირველეს ყოვლისა ჩემი დაგვიანებული მოლოცვა თქვენი დაბადების დღისადმი,რომელიც გუშინ გქონდათ,რომელიც მე კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დამავიწყდა”.
3. აინშტაინი გაურბოდა ყოველგვარ სამუშაოს,რომელიც მისგან ფიზიკურ ენერგიას მოითხოვდა.ამ საკითხის შესახებ კი წერდა:
“როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდები,არ მსურს გავაკეთო ისეთი საქმე,რომელიც ჩემს თუნდაც მცირე ფიზიკურ ენერგიას შეიწირავს.ერთადერთი რაზეც უარს არ ვამბობ,ჩემი გონებრივი ვარჯიშია.მას კი ჩემი ფიზიკური ენერგია არასოდეს მიაქვს”.(ავტორი გენია.ჯი)