“ილიას წერილი – აკაკის”
საქართველოს “უგვირგვინო მეფედ” წოდებულმა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა – ილია ჭავჭავაძემ,რომელსაც უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გააჩნდა,მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ – “ბედნიერი ნიჭის შემოქმედი” დიდი ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის,გადაწყვიტა მისთვის გაზეთ “ივერიაში” თანამშრომლობა შეეთავაზებინა (რაზეც აკაკი დათანხმდა).ამ საკითხის ირგვლივ,ილიამ აკაკის შემდეგი სახის წერილით მიმართა:
“ძმაო აკაკი,მე შენ ვერ გაგიკადნიერდი და ვერ მოგართვი დაბეჭდილი წერილი,რომელიც სხვებს გავუგზავნე.სხვები სხვანი არიან და შენ ერთადერთი აკაკი ხარ.ამიტომაც გარდა ჩემი საკუთარი წადილისა,მოვალეობამ მამულისშვილობისამ მაიძულა ჩვენი ქვეყნის რჩეულისათვის რჩეული,განსაკუთრებული წერილი მიმერთმია და მეთხოვნა გაგემშვენიერებინა,ჩვენი გაზეთი შენის ნიჭის შუქითა”. (ავტორი გენია.ჯი)