ვაჟა ფშაველა – “ეპიზოდები”
ვაჟა ფშაველა - განეკუთვნება იმ ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილთა რიგს,რომლებიც მიუხედავად გარდაცვალებისა “სამარიდანაც სამსახურს,რომ უწევს თავის სამშობლოს”.მას ცხოვრების ურთულეს გზაზე არც მტერი მტერი მოკლებია და არც მოყვარე.
“ერთ-ერთ გაზეთში (ხმა კახეთისა),რომელსაც რედაქტორობდა ვინმე ტყავაძე (ამ პიროვნებას დიდმა აკაკიმ – “წითელი ჯორი” შეარქვა),დაბეჭდა ცილისმწამებლური სტატია,სადაც იგი წერდა,რომ ვაჟა ფშაველამ შირაქში ჩასახლებული ხალხის ფული გაფლანგა”.
ამ საშინელი სტატიით შეურაცხოფილმა მგოსანმა საჭიროდ მიიჩნია ახსნა-განმარტება დაეწერა გაზეთ “სახალხო ფურცელში”,სადაც დიდი ფშაველი წერდა:
“მე რომ ხალხისათვის ფულის დატყუებაზე მევლო,სოფელ ჩარგალში საქათმეში არ ვიცხოვრებდი და დაგლეჯილი ჩოხით და ჩუსტებით არ ვივლიდი,ფიზიკური მუშაობით ხელებზე და ზურგზე ტყავი არ მექნებოდა გადამძვრალი”. (ავტორი გენია.ჯი)
მისი ცხოვრების გზაზე არა მარტო მოქიშპეები,არამედ კარგი მეგობრებიც ჰყავდა:
“18 ივნისს ექიმთა კონსილიუმმა დაადგინა,რომ ვაჟას წყალი ჩაუდგა ფერდში.პოეტი,რომელიც გრძნობდა მის აღსასრულს მთის წყალს ნატრულობს. (ავტორი გენია.ჯი) მეგობრისა და დიდი მამულიშვილის ეს უკანასკნელი თხოვნა – შიო მღვიმელმა და სანდრო რაზიკაშვილმა შეასრულა. (ავტორი გენია.ჯი) მათმა დიდ ქართველს და კარგ მეგობარს,მთაწმინდიდან ანკარა მთის წყალი ჩამოუტანეს”.
1915 წლის 27 ივლისს,გარდაცვალებამდე დილით პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა.ემუსაიფა ექიმ ვლადიმერ მახვილაძეს და მოწყალების დას ანიკო კობიაშვილს.შუა დღის შემდეგ ცუდად გახდა,რომელი საათიაო, – უკითხავს, სამიო, – უპასუხნია მოწყალების დას.მიკვირს სამ საათამდე როგორ ვიცოცხლეო უთქვამს მომაკვდავს.საღამოს 6 საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით გამოაბრუნეს.გულის ცემა უჩქარდებოდა,მალე გონებაც დაკარგა.ერთი საათის შემდეგ კი საქართველოს,საუბედუროდ კიდევ ერთი ჭირისუფალი,ხოლო ქართველ ერს მისი სათაყვანებელი “მთის არწივიც” მოუკვდა. (ავტორი გენია.ჯი)