“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. ღვთის გზა ყოველდღიური ჯვარია. -”წმინდა ისააკ ასური”
2. არც ერთი კეთილი საქმე მწუხარების დაუთმენლად არ სრულდება. – “ღირსი ბარსანოფი დიდი”
3. არავინ იფიქროს,თითქოს ცანი და მნათობნი სულიერი და გონიერი არიან,რადგან მათ არა აქვთ სული და გრძნობის უნარი.ამიტომ,როცა საღმრთო წერილი გვეუბნება.იხარებდინ ცანი და გალობდინ ქვეყანაო,ამით მართლა ცასა და მიწას კი არ მოუწოდებს სიხარულისა და გალობისათვის,არამედ ანგელოზებს ცათა შინა და ადამიანებს – ქვეყანასა ზედა. - ”წმინდა იოანე დამასკელი”
4. ვერცხლისმოყვარეობის დასაბამი მოწყალების გულისსიტყვაა,ხოლო მისი აღსასრული – გლახაკთა სიძულვილი. - ”წმინდა იოანე სინაელი”
5. მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ,მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხოფა გამოცდის. - ”წმინდა იოანე სინაელი” (ავტორი გენია.ჯი)