ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”
ნაპოლეონ ბონაპარტი - უფროს ძმასთან ჯოზეფთან ერთად,1778 წლის 15 დეკემბერს გაგზავნეს ოტინელ ეპისკოპოსთან,რომელმაც თავის მხრივ ნაპოლეონი ფრანგული ენის შესწავლის მიზნით კოლეჯში მოაწყო (მიუხედავად ფრანგული ენის შესწავლისა იგი მაინც ძლიერი აქცენტით საუბრობდა ფრანგულად).ნაპოლეონმა კოლეჯში სულ სამი თვე ისწავლა,რის შემდეგაც იგი ბრიენ-ლე-შატოს კადეტთა სკოლაში ჩაირიცხა,სადაც 5 წელი დაჰყო. (ავტორი გენია.ჯი) ბრიენის სკოლაში სწავლის დროს ნაპოლეონს მეგობრები არ ჰყოლია.თანაკურსელები კი ხშირად დასცინოდნენ და ქილიკის საგნად ჰყავდათ გახდილი,მისი კორსიკული წარმომავლობის გამო (როგორც ცნობილია,კორსიკა მისი დაბადების დროს,გენუის რესპუბლიკის მართველობის ქვეშ იყო).ნაპოლეონს თანაკურსელები ყოველთვის შეახსენებდნენ დამცინავი ღიმილით: “შენი მშობლიური კორსიკა სამუდამოდ არის გადასული საფრანგეთის მფლობელობაშიო” (ასევე ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ კორსიკა საფრანგეთმა 1770 წელს 4 წლის ვადით,იძულების ძალით გამოისყიდა გენუის რესპუბლიკისგან,ხოლო მოგვიანებით საბოლოოდ მიუხედავად წინააღმდეგობისა მიიერთა კიდეც იგი).ასეთი დაცინვისა და აბუჩად აგდების შემდეგ გაღიზიანებულმა ნაპოლეონმა მათ შესძახა:
” – რა გაეწყობა?! დროთა განმავლობაში შევეცდები,ჩემს სამშობლოს საჩუქრად გადავცე სრულიად საფრანგეთი!” - რაც აღასრულა კიდეც დიდმა მხედართმთავარმა… (ავტორი გენია.ჯი)