ნიკოლა ტესლას და ტომას ალვა ედისონის “დუელი”
სერბული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი,ინჟინერი,ფიზიკოსი და გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში - ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები),რომელსაც ბიოგრაფები მოიხსენიებდნენ,როგორც – “ადამიანი,რომელმაც გამოიგონა XX საუკუნე”,ამერიკაში გადასვლის შემდეგ 1884 წელს სამუშაოს დაწყების თხოვნით მივიდა ცნობილ ამერიკელ მეწარმესა და გამომგონებელ - ტომას ალვა ედისონთან (1847-1931 წლები).ეს,ის ედისონი გახლავთ რომელმაც ფონოგრაფის,ელექტრო ნათურის,ტელეგრაფისა და ტელეფონის გამოგონება-დახვეწით გაითქვა სახელი. (ავტორი გენია.ჯი) ნიკოლამ ედისონს გადასცა ედისონისვე მეგობრის მიერ დაწერილი სარეკომენდაციო წერილი,რომლის შესავალი ასე იწყებოდა:
“მე ვიცნობ ორ უდიდეს მეცნიერს.ერთ-ერთი მათ შორის თქვენ ხართ,ხოლო მეორე კი ის ახალგაზრდა მამაკაცი,რომელმაც ჩემი წერილი გაახლათ”.
ტომას ედისონმა თავისთან სამუშაოდ მიიღო ნიკოლა ტესლა და გარკვეული პერიოდის მანძილზე ერთადაც იმუშავეს.რამდენიმე ხანში,ედისონს პრობლემა შეექმნა “დენის მუდმივი წყაროს გენერატორის” კონსტრუქციის შექმნაში.ედისონმა,იცოდა რა ნიკოლა ტესლას გონებრივი შესაძლებლობები,მიმართა თხოვნით დახმარებოდა პრობლემის გადაწყვეტაში.ხოლო,თუკი ნიკოლა პრობლემას მოუგვარებდა,ედისონისაგან პრემიის სახით 50000 დოლარს მიიღებდა. (ავტორი გენია.ჯი) ნიკოლა ტესლამ მის წინაშე მდგარი პრობლემა გადაწყვიტა და შექმნა კიდეც “დენის მუდმივი წყაროს გენერატორის” შესანიშნავი კონსტრუქცია. და, როდესაც ედისონთან მივიდა დაპირებული პრემიის ასაღებად,მომღიმარე ტომასისაგან ასეთი პასუხი მიიღო: “ნიკოლა,ეს პირობა მხოლოდ უბრალოუბრალო ამერიკული ხუმრობა იყო”.შესაბამისად,შესრულებული სამუშაოსათვის ტესლამ პრემია ვერ მიიღო და იგი,ასე რომ ვტქვათ ედისონმა “გადააგდო”.ამ ისტორიის შემდგომ,ტესლა ტოვებს ედისონის კომპანიას და ჰქმნის საკუთარს,(მანამდე “მუდმივი დენის წყაროს გენერატორის” შექმნის პატენტი ორივეზე თანაბრად გაიყო) რომელსაც იმდენად დიდი წარმატება ხვდა წილად,რომ ედისონი გაბანკროტების წინაშეც დააყენა.იმ უპირატესობის გამო,რომელიც ნიკოლა ტესლას მიერ დაარსებულმა კომპანიამ მოიპოვა ტომას ედისონის კომპანიებთან შედარებით,ტომასი გააბოროტა.მან უმალვე გადაწყვიტა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის,რომ ნიკოლა ტესლა საერთოდ წაეშალა სამეცნიერო ისტორიის ენციკლოპედიებიდან.რასაც გარკვეულწილად მიაღწია კიდეც.ნიკოლა ტესლა გარდაიცვალა 1943 წლის 7 იანვარს ნიუ-იორკში სრულ მარტოობაში.მისი უნიკალური იდეები და გამოგონებები სხვა ადამიანებმა მიიწერეს.მხოლოდ ნიკოლას გარდაცვალების შემდეგ აეხადა ფარდა უამრავ საიდუმლოს,კაცობრიობის ამ უდიადესი გენიოსის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)