მიხეილ ქვლივიძე – “პოეზია”

თუ გიცდიათ მდინარეში

ჩანგლით თევზის ჭერა?

სულ უბრალო საქმე არი:

ზიხარ…

უცდი…

გჯერა…

ასეთია ჩვენი საქმეც,

ანუ ლექსის წერა:

კალმით ხელში მაგიდასთან

ზიხარ.

უცდი.

გჯერა.