მარტა ჯეფერსონ რენდფოლდი
მარტა ჯეფერსონ რენდფოლდი - დაიბადა 1772 წლის 27 სექტემბერს მონტიჩელოში (ვირჯინიის შტატი – ამერიკის შეერთებული შტატები).იგი გახლდათ “ამერიკის თავისუფლების დეკლარაციის” ხელმომწერისა და ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწის,ამერიკის რიგით მესამე პრეზიდენტის – თომას ჯეფერსონის ქალიშვილი.მარტა დიდი ინტელექტით გამოირჩეოდა,რის გამოც მამამისის პრეზიდენტობის პერიოდში განიხილავდნენ,როგორც ამერიკის – “პირველ ლედის”. (ავტორი გენია.ჯი) ამას ხელს უწყობდა ისიც,რომ თომას ჯეფერსონი ქალიშვილის აზრს (თუნდაც სახელმწიფოებრივ საკითხებში) დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ითვალისწინებდა.თომას ჯეფერსონს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა (იგი პრეზიდენტობის დროს,უკვე – ქვრივი იყო).ასევე ცნობილია,რომ მარტას ინტელექტუალურობამ მის რეპუტაციაზე საკმაოდ კარგი გავლენა იქონია.სახელი მარტა,მას საკუთარი დედის – მარტა უეილს სკელტონ ჯეფერსონისა და ამერიკის ყოფილი პირველი ლედის მარტა ვაშინგტონის საპატივცემულოდ დაარქვეს.მოფერებით – “პეტსის” ეძახდნენ. (ავტორი გენია.ჯი) 12-დან 17 წლამდე პარიზში ცხოვრობდა,სადაც მამამისმა იგი ერთ-ერთ პრივილიგირებულ პროტესტანტულ სამონასტრო სკოლაში “ებეი როიალ დე პანტემონტში” მიაბარა,მხოლოდ იმ გარანტიით,რომ სტუდენტი-პროტესტანტები თავისუფალი იქნებოდნენ რელიგიური სწავლებებისაგან.მიუხედავად ასეთი წინადადებებისა “პეტსი”,მამას აზრს არ ეთანხმებოდა და მისგან მოითხოვდა კათოლიკურ სკოლაში გადაეყვანა.მამის მიმართ მიწერილ წერილებში იტყობინებოდა,რომ სურდა მონაზვნად აღკვეცილიყო.ამ მიზეზის გამო,თომას ჯეფერსონმა იგი სასწრაფოდ გამოიყვანა სკოლიდან.1790 წელს მარტა დაქორწინდა თომას მენ რენდოლფ (უმცროსზე),რომელიც იმ პერიოდისათვის ვირჯინიის შტატის გუბერნატორი იყო (1819-1822 წლებში).მათ 12 შვილი შეეძინათ.მარტა არა მარტო ფიზიკურად ჰგავდა მამას,არამედ საკმაოდ კარგი განათლებითაც გამოირჩეოდა.იგი მამის პრეზიდენტობის პერიოდში,საკმაოდ იშვიათად სტუმრობდა “თეთრი სახლს” და სულ რამდენიმეჯერ ეწვია იქ მამის პრეზიდენტობის პერიოდში: 1802 წელს,1803 წელს დასთან ერთად და 1805-1806 წლებში.თომას ჯეფერსონის პენსიაში გასვლის შემდეგ კი,მან მთელი ყურადღება მის მოვლა-პატრონობაზე გადაიტანა.თომასი მარტას მოიხსენიებდა,როგორც “სანუკვარი მეგზური ახალგაზრდობის,მედიცინის და სიბერისა”.ალბათ მარტას პიროვნების დასახასიათებლად ეს სიტყვებიც სრულიად საკმარისია. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილის წინ კი თომას ჯეფერსონმა განაცხადა: “უკანასკნელი ტკივილი მისთვის მარტასთან განაშორება იყო”.ასეთი დიდი მამაშვილობის შემდეგ,ალბათ ყველასათვის ცხადია თუ რაოდენ დიდი გავლენა ჰქონდა თომას ჯეფერსონისათვის,მისი ქალიშვილის მარტას რჩევებს პრეზიდენტობის პერიოდში.მამისა და მეუღლის სიკვდილის შემდგომ მარტას ფინანსური პრობლემები შეექმნა,რის გამოც გაყიდა მონტიჩელოს სახლი (1831 წელს) ჯეიმზ ბარკლიზე,რომელმაც თავის მხრივ სახლი 1834 წელს კვლავ გაყიდა და იგი შეისყიდა ამერიკის საზღვაო ძალების ოფიცერმა ური ლევმა,რომელიც თომას ჯეფერსონის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ.მარტა ჯეფერსონ რენდფოლდი გარდაიცვალა 1836 წლის 10 ოქტომბერს ვირჯინიის შტატ ედჯჰილში. (ავტორი გენია.ჯი)