სიკომორი – “ლეგენდარული ჯიშის ხე”
სიკომორი - (ლეგენდარული ჯიშის ხე),გახლავთ ერთ-ერთი სახეობა ფიკუსისა,თუთისებრთა ოჯახიდან.იგი მარადმწვანე ხეა და ერთ-ერთ უძველეს ხილის კულტურას წარმოადგენს.თავისი ფორმით,ზომებითა და გამძლეობით მუხასაც ადარებენ.მისი სიმაღლე 40 მეტრამდეა.სიკომორის სამშობლოდ ეგვიპტეა მიჩნეული.ხარობს ძირითადად აღმოსავლეთ აფრიკასა და წინა აზიაში.მას კულტივირებას უკეთებენ იორდანიასა და კუნძულ კიპრზე,თავისი შესანიშნავი საკვები ნაყოფის (ხილის,ლეღვისებრი) გამო. (ავტორი გენია.ჯი) სიკომორის ნაყოფი სტაფილოსფერ-მოვარდისფროა,რომელთა დიამეტრი 25-50 მილიმეტრია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სიკომორის ხე არაერთხელ არის მოხსენიებული ქრისტიანთა წმინდა წიგნში – “ბიბლიაში”.სწორედ სიკომორია ის ხე,რომლის ტოტზეც იჯდა მდიდარი ზაკჰეი (გადასახადების ამკრები) და ადევნებდა თვალს უფლის ქადაგებას.მას,მოგვიანებით ხვდა უდიდესი პატივი,მაშინ,როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე სახლში ეწვია.ამ ხის შესახებ ასევე არის ლეგენდა კოპტებშიც.ასევე სიკომორთან იყო დაკავშირებული ძველეგვიპტური მითოლოგიის ქალ-ღმერთის ჰატჰორის კულტიც.ასევე ცნობილია,რომ სიკომორის ხის იატაკი იქნა გამოყენებული ეგვიპტის ფარაონის ამენენჰემ I-ის სასახლის აგების დროს.ხოლო ისრაელში ქალაქ ხოლონის გერბზე “სიკომორია” გამოსახული.ამ მიზეზთა გამო ახლო აღმოსავლეთში სიკომორის ხე დღესაც “ხელშეუხებელ” ხედ არის მიჩნეული და მისი მოჭრა სასტიკად აკრძალულია. (ავტორი გენია.ჯი)