იაბირუ
იაბირუ - გახლავთ ყარყატისებრთა ოჯახის ფრინველი.გავცელებული არიან სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში,მექსიკიდან არგენტინამდე ტერიტორიებზე.იგი ერთადერთი წარმომადგენელია თავის სახეობისა,რომელიც შემორჩა ფაუნას.სიგრძე 1 მეტრიდან 1,2 მეტრამდეა,გაშლილი ფრთების სიგრძე კი 2,6 მეტრამდე, (ავტორი გენია.ჯი) ხოლო ნისკარტის სიგრძე 30 სანტიმეტრამდე.იაბირუს ძირითადი ფერები თეთრია.კისრის,ნისკარტისა და თავის ფერი კი შავი.აღსანისნავია ის გარემოება,რომ მდედრი იაბირუს თვალების ფერი ყვითელია,ხოლო მამრი იაბირუს თვალის ფერი კი შავი.ისინი ცხოვრობენ დიდ გუნდებად მდინარეებისა და ტბების სიახლოვეს.იკვებებიან ქვეწარმავლებით,თევზითა და მცირე ზომის ძუძუმწოვრებით (თაგვი და სხვა).ბუდეებს დიდი სიმაღლის მქონე ხეებზე აგებენ.ინკუბაციის პერიოდი აგვისტოდან სექტემბრამდე აქვთ,კვერცხის რაოდენობა კი ორიდან ოთხამდეა.იაბირუ – ყარყატისებრთა ოჯახის ერთადერთი სახეობიდან გამომდინარე საკმაოდ იშვიათ ფრინველადაა მიჩნეული,რის გამოც მასზე ნადირობა რიგ ქვეყნებში აკრძალულია. (ავტორი გენია.ჯი)