კონსტანტინე გამსახურდია – “ეპიზოდი”
როდესაც დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე -კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975 წლები),საბჭოთა ხელისუფლების მიერ იქნა დაკავებული,სასჯელს მოსკოვის “ბუტირკის” ციხეში იხდიდა.ერთ დღეს დიდი ქართველი მამულიშვილისაგან – პავლე ინგოროყვასგან მიიღო წერილი,რომელშიც იგი კონსტანტინეს თხოვდა,ციხის საკნის გისოსებიდან როგორმე გადმოიხედეო. (ავტორი გენია.ჯი) წერილში მითითებულ დროს კონსტანტინემ მართლაც შეძლო გისოსებიდან გახედვა და გაოცდა,როდესაც დაინახა შავ ჩოხაში გამოწყობილი ძმადნაფიცი პავლე ინგოროყვა.სიხარულისაგან აღტაცებულ კონსტანტინეს კი უთქვამს:
“საქართველოში ჯერ კიდევ აცვიათ ჩოხა და საქართველოში ჯერ კიდევ ძველებურად უყვართ მეგობრებიო!…” (ავტორი გენია.ჯი)