უილიამ შექსპირის “საფლავის ეპიტაფია”
გენიალური ინგლისელი დრამატურგი და პოეტი - უილიამ შექსპირი (1564-1616 წლები),რომელიც დღემდე მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად,მშობლიურ ქალაქ სტრეტფორდ-ონ-ეივონში (უორიკის საგრაფო) დაბრუნების შემდგომ ოთხიოდე წელს იცოცხლებს.1616 წლის 23 აპრილს კი საკუთარ დაბადების დღეს აღესრულება.დანამდვილებით მისი გარდაცვალების მიზეზი არავინ იცის. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაკრძალულ იქნა მშობლიურ ქალაქში,”წმინდა სამების ეკლესიაში”. 1623 წელს ამავე ეკლესიაში დადგმული იქნა დიდი დრამატურგის ბიუსტი.მანამდე კი,უილიამ შექსპირის უახლოესმა ადამიანებმა საფლავზე გააკეთეს ეპიტაფია,რომელზეც წერია:
“ქრისტეს გაფიცებთ,შეისმინეთ მხურვალე ხვეწნა -
ამ ჩემს სამარეს ნუ დაუწყებთ თხრასა და წეწვას.
ვინც მომასვენებს – გაიხაროს!.. და იმას ვწყევლი,
ჩემს ძვლებს მიწაში ვინც შეახოს თავისი ხელი”.
P.S. ამაოდ გამოუჩენიათ სიფრთხილე დიდი პოეტის ახლობლებს.თითქმის მთელი საუკუნე გავიდა შექსპირის გარდაცვალების დღიდან და გარდა თითო-ოროლა ღირსეული ადამიანისა,დიდად აღარავის შეუწუხებია თავი მისი მოგონებით.თეატრები,რასთანაც განუყრელად იყო დაკავშირებული უილიამ შექსპირის დიდება,თითქმის სულ დაიხურა, და არც ის მოჰგონებიათ,რომ მისი პიესების წაკითხვა უთეატროდაც შეიძლებოდა.(ავტორი გენია.ჯი) ხოლო დაახლოებით საუკუნე-ნახევრის შემდეგ,როდესაც შექსპირის დიდების ვარსკვლავი კვლავ ამობრწყინდა,მისი ძვლები მართლაც არავის შეუწუხებია და დღესაც იქ განისვენებს,სადაც თავდაპირველადვე იქნა დაკრძალული.