ჯორჯ გროტი “ტროას” შესახებ…
ლეგენდარური ძველბერძენი პოეტის,ავტორის ეპიკური ციკლის პოემებისა “ილიადა” და “ოდისეა” – ჰომეროსის (ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნე) ნაწარმოებები,არა მარტო მისი შემდგომი ახლო ეპოქის,არამედ მომდვენო ათასწლეულების მეცნიერთა განსჯის საგნად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) ამ პოემებში მოყვანილი ლეგენდარული “ტროას ისტორია”,უამრავი მეცნიერის,ისტორიკოსისა და უბრალო მკითხველის დაინტერესების საგნად იქცა.მრავალი საუკუნეების მანძილზე მასში მოყვანილი ფაქტები მხოლოდ ლეგენდასა და მითს მიეწერებოდა.ყველაზე დიდი დაინტერესება იმის შესახებ არსებობდა თუ არა ტროა და მართლაც განვითარდა თუ არა მის ირგვლივ ის მოვლენები,რომელიც ჰომეროსის უკვდავ ნაწარმოებებში იყო აღწერილი XIX საუკუნიდან გამოიწვია.ტროას არსებობის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო ისტორიკოსებს შორისაც.მაგალითად ცნობილი ისტორიკოსი ბელოსი (1854-1929 წლები) თავისი “საბერძნეთის ისტორიის” პირველ გამოცემაში ხასგასმით უარყოფდა ჰომეროსის ეპოსში გადმოცემულ თქმულებათა რაიმე ისტორიულ მნიშვნელობას.
თავისებური და მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა ამ საკითხში დიდ ინგლისელ პოლიტიკოსსა და ისტორიკოსს - ჯორჯ გროტს (1794-1871 წლები).ბერძნების შორეულ წარსულს იგი სკეპტიკურად უცქეროდა და მართალია გადმოცემდა მითებს,მაგრამ მათში ისტორიული სინამდვილის მარცვალს ვერ ხედავდა. (ავტორი გენია.ჯი) მისთვის ბეძნების უტყუარი ისტორია მხოლოდ პირველი ოლიმპიადიდან (ძვ.წ.აღ-ით 776 წელი) იწყებოდა,თუმცა შეგნებულად უარს ამბობდა თქმულებათა ყოველგვარ განმარტებაზე,მკითხველების წინაშე,იგი ამბობდა:
“უძველეს ხანას,ავღწერო ისე,როგორც ის ბერძნებს ჰქონდათ წარმოდგენილი არ ვცდილობ.არც იმას ვცდილობ გავზომო რამდენია მასში სიმართლე და ისტორიული ელემენტი.თუ მკითხველი ამისათვის განმკიცხავს და მკითხავს რატომ არ გადავწევ ფარდას და ნათელ სურათს არ ვუჩვენებ მათ,მე მხატვარ ზევკისის სიტყვებით ვუპასუხებ: სწორედ ფარდაა სურათი!… ის რაც ჩვენ ახლა მოგონილ ამბად გვეჩვენება,ოდესღაც აღიარებული ისტორია იყო,წარსულის ერთადერთი ნამდვილი ისტორია,რომლის გაგება და სიამოვნებით მოსმენა შეეძლოთ მხოლოდ თავად ბერძნებს; ფარდა არაფერს ფარავს და ვერავითარ გონებამახვილობას ვერ ძალუძს მისი გადაწევა”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. საბოლოო ჯამში,ის,რაც ვერ დაადგინეს ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა ათასწლეულების მანძილზე,დაადგინა ენთუზიასტმა,მოყვარულმა არქეოლოგმა (რომელმაც არქეოლოგიის საკმარისად არცოდნის გამო,შემთხვევით ბევრი ტროას ისტორიული ნივთი დააზიანა) და სრულიად დილეტანტმა მეცნიერმა – ჰაინრიხ შლიმანმა 1873 წლის 31 მაისს,როდესაც აღმოაჩინა “ჰომეროსის სამყარო – ტროა”. (ავტორი გენია.ჯი)