ჯეიმზ I სტიუარტის მოსაზრება…
ჯეიმზ I სტიუარტი - თავდაპირველად მხოლოდ შოტლანდიის მეფე გახლდათ (1567 წლიდან).ამ პერიოდში მას ჯეიმზ VI-ის სახელით მოიხსენიებდნენ.1603 წლიდან კი იგი ინგლისისა და ირლანდიის მეფეც ხდება და სიკვდილამდე (1625 წლამდე) სათავეში ედგა მას ჯეიმზ I სტიუარტის სახელით.იგი,ცნობილი შოტლანდიელი დედოფლის და ინგლისის ტახტის ერთ-ერთი მაძიებელის – მარიამ (მერი) სტიუარტის (1542-1587 წლები) ვაჟი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ასევე,მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია ისიც,რომ ჯეიმზ I სტიუარტი პირველი მეფე იყო ინგლისისა სტიუარტების დინასტიიდან და რაც მთავარია,იგი გახლდათ პირველი მეფე,რომელიც “არაოფიციალურ” დიდ ბრიტანეთს განაგებდა,რადგან მისი მმართველობის პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო იურიდიულად შოტლანდია და ინგლისი ერთიანი სახელმწიფო.იმ პერიოდისათვის ორივე ქვეყანა ცალკე აღებული სუვერენული სახელმწიფოები გახლდათ.ჯეიმზ I სტიუარტი,რომელმაც მთელი მისი მმართველობა ინგლისის პარლამენტთან ბრძოლას შეალია,თავის სამეცნიერო ნაშრომებსა და მანიფესტში წერდა:
“ღმერთი განსაკუთრებით მფარველობს მემკვიდრეობით მონარქიას; მონარქიას აქვს იმის უფლება,რომ იყოს დესპოტი; ის კანონებს კეთილი ნების გამო ასრულებს; ყველა კანონი,რომელიც მეფის პრეროგატივებს ზღუდავს მონარქიის წყალობის შედეგია და როდესაც ისურვებს,შეუძლია უარი თქვას მათზე; იურისტებს არა აქვთ უფლება,რომ იმსჯელონ სამეფო ხელისუფლების საკითხებზე,რადგანაც მკრეხელობაა განსაჯო ის,რაც ღმერთმა დაადგინა”. (ავტორი გენია.ჯი)