“ბრეტონ-ვუდსის” შეთანხმება
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი სათავეს იღებს 1944 წლიდან.როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბრეტონ-ვუდში 1944 წლის 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით შეიკრიბა პოლიტიკოსთა და ეკონომისტთა დიდი ჯგუფი კონფერენციაზე იმ მიზნით,რომ გადაეჭრათ ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა.პირველი,შეექმნათ გარანტიები,რომ 30-იანი წლების “დიდი დეპრესიის” მსგავსი მოვლენა აღარ განმეორდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვა სიტყვებით,მეოძებნათ გზები,რომელიც უზრუნველყოფდა სტაბილური მსოფლიო სავალუტო სისტემისა და თავისუფალი ვაჭრობის მსოფლიო სისტემის ჩამოყალიბებას.მეორე,ხელი შეეწყოთ ომისაგან დანგრეული ევროპის ეკონომიკის აღორძინებისათვის.ამ მიზნით შეიქმნა ბრეტონ-ვუდსის სისტემის ანუ მსოფლიო ახალი ეკონომიკური წესრიგის სამი უმთავრესი ინსტიტუტი:
1. “საერთაშორისო სავალუტო ფონდი” – იგი უზრუნველყოფდა სტაბილურ სავალუტო კურსის რეჟიმს და გადაუდებელ დახმარებას იმ ქვეყნებისათვის,რომლებიც საგადასახადო ბალანსის რეჟიმის დროებით კრიზისში აღმოჩნდებოდნენ.
2. “რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი” – (მას მოგვიანებით მსოფლიო ბანკი ეწოდა),მისი ამოცანა გახლდათ,გაეადვილებინა კერძო ინვესტიციები ევროპაში და ხელი შეეწყო მისი ეკინომიკის რეკონსტრუქციისათვის.ხოლო შემდგომში სხვა რეგონებისათვისაც იგივე მიზნები დაესახა,რაც დღეს ამ ბანკის მთავარი მისიაა.
3. “ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება” – იგივე (GATT),მისი მიზანი გახლდათ საერთაშორისო ვაჭრობის მაქსიმალური ლიბერალიზაცია. (ავტორი გენია.ჯი)
ამ სისტემის მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი გახლდათ დიდი ინგლისელი ეკონომისტი და ცნობილი ეკონომიკური თეორიის “კეინსიანური მიმართულების” (იგივე კეინსიანიზმის) დამაარსებელი – ჯონ მეინარდ კეინსი.სისტემის ფარგლებში აშკარად გამოკვეთილი იყო აშშ-ს,როგორც მსოფლიო ეკონომიკის ლიდერის როლი,რადგან მთელი ვალუტების დოლარზე მიბმა მას მრავალ უპირატესობებს აძლევდა.სისტემამ იარსება 70-იან წლებამდე,სანამ თვითონ აშშ არ გამოვიდა სისტემის წინააღმდეგ და უკვე იამაიკის კონფერენციიდან ქვეყნები შეთანხმდნენ საკუთარი ვალუტების მეტნაკლებად ცურვაზე ერთმანეთის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი)