დევიდ რობერტ ჯონსი (დევიდ ბოუი) – “ეპიზოდი”

დიდი ინგლისელი მომღერალი,კომპოზიტორი და მსახიობი - დევიდ რობერტ ჯონსი,რომელსაც მისი შემოქმედების მოყვარულები - დევიდ ბოუის სახელით იცნობენ,გახლავთ ის ინგლისელი ხელოვანი,რომელმაც 2003 წელს,ოფიციალურად განუცხადა უარი,დიდი ბრიტანეთის სამეფო კარს – “რაინდის” ტიტულის მიღებაზე.მაშინ,როდესაც აღნიშნული ტიტულის მატარებლები არიან ისეთი დიდი მუსიკოსები,როგორებიცაა – სერ პოლ მაკარტნი,სერ მიკ ჯაგერი,სერ ელტონ ჯონი და სხვები.თავისი უარის მიზეზად,დიდმა მუსიკოსმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

“მე,ჩემი ცხოვრების განმავლობაში,არასოდეს მქონია სერიოზული განზრახვა “რაინდის ტიტული” მიმეღო, და სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი იგი რისთვის უნდა გამომეყენებინა.(ავტორი გენია.ჯი) მე,მთელი ჩემი ცხოვრება და შემოქმედება,იმისათვის არ მიმიძღვნია,რომ ოდესმე “რაინდი”-ს ტიტულის მატარებელი ვყოფილიყავი”.

 P.S. ზემოთ აღნიშნული ფაქტი “რაინდის” ტიტულზე უარის თქმისა,პირველი შემთხვევა არ ყოფილა ისტორიაში.(ავტორი გენია.ჯი) ამ საპატიო ტიტულზე,თავის დროზე პროტესტის ნიშნად უარი განუცხადა,გაერთიანებული სამეფოს დედოფალს,მის სამეფო უდიდებულესობას –  ელისაბედ II უინძორს – ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა – ჯონ ლენონმა.პროტესტის მიზეზი კი გახლდათ ნიგერიის სამოქალაქო ომში დიდი ბრიტანეთის აქტიური მონაწილეობა და ამერიკელთა მხარდაჭერა ვიეტნამის ომის პერიოდში.გარდა ამისა,”რაინდი”-ს ტიტულზე უარი განაცხადა თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა გენიოსმა,ბრიტანელმა ფიზიკოსმა (კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში) და ასტროფიზიკოსმა – სტივენ უილიამ ჰოუკინგმა.ცნობილია,ისიც რომ მანამდეც და მას სემდეგაც,სხვა არაერთმა მეცნიერმა,საზოგადო მოღვაწემ და პოლიტიკოსმა “თავაზიანი” უარი განაცხადა “რაინდი”-ს საპატიო ტიტულის მიღებაზე.