კლაუდიუს პტოლემე – “ეპიზოდი”
დიდი ძველბერძენი ასტრონომის,ასტროლოგის,მათემატიკოსისა და გეოგრაფის - კლაუდიუს პტოლემე (დაახლოებით 87-165 წლები) მოღვაწეობამ,უდიდესი როლი ითამაშა მრავალი მეცნიერების განვითარებაში.მისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრები გახლდათ:
1. ასტრონომია: პტოლემეს ალგამესტი – ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი ნაშრომია ძველი ასტრონომიისა. (ავტორი გენია.ჯი) მასში აღწერილია სამყაროს გეოცენტრიული მოდელი.მზის,მთვარის და პლანეტების მოძრაობა დედამიწის ირგვლივ.იგი ასევე შეიცავს კატალოგს ვარსკვლავების და მათის სიკაშკაშის შესახებ ლოგარითმულ სკალაზე.ეს უმნიშვნელოვანესი ნაშრომი კლაუდიუს პტოლემემ 13 ტომად დაწერა.
2. გეოგრაფია: პტოლემემ აღწერა იმ დროინდელი მსოფლიო გეოგრაფია,თავის წიგნში “გეოგრაფია,კოსმოგრაფია”.პტოლემეს რუკის მონაცემები მოიცავდა 180 გრადუსს განედისა კანარის კუნძულებიდან ჩინეთამდე და 80 გრადუსს გრძედის არქტიკიდან ოსტ-ინდოეთამდე. (ავტორი გენია.ჯი)
3. ასტროლოგია: პტოლემეს ტრაქტატი ასტროლოგიის შესახებ,ცნობილია როგორც “ტეტრობიბლია”.ამ წიგნმა უდიდესი როლი ითამაშა ამ მეცნიერების პრაქტიკულ განვითარებაზე.მან უარი განაცხადა იმ მეთოდებისაგანრომლებსაც ლოგიკური ახსნა არ ჰქონდათ და მიიჩნევდა,რომ ასტროლოგია არ არის აბსოლუტურად საიმედო მეცნიერება.მან ამ საკითხებზე ოთხი წიგნი გამოსცა.
კლაუდიუს პტოლემეს ნამუშევრებმა და მოღვაწეობამ უდიდესი კვალი დატოვა მომავალი თაობებისათვის და იმ მეცნიერებების განვითარებას შეუწყო ხელი,რომელი მეცნიერებებიც კაცობრიობის ყოველდღიური მოხმარების საგნად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)