არისტოტელეს ბიოგრაფიიდან…
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი და მსოფლიო მნიშვნელობის ფილოსოფოსი,ლიცეუმის (პერიფათეტიკური სკოლის) დამაარსებელი,ნატურალისტი კლასიკური პერიოდისა და ფუძემდებელი “ფორმალური ლოგიკისა” - არისტოტელე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),დაიბადა სტაგირში (ძველბერძნული კოლონია,ათონის მთის სიახლოვეს),რის გამოც მას – სტაგირიტისადაც მოიხსენიებდნენ.იგი გახლდათ არისტოკრატული ოჯახის წევრი. (ავტორი გენია.ჯი) მამამისი,რომელსაც სახელად ნიკომაქსი ერქვა მაკედონიის მეფის ამინტა III-ის (ქვეყანას მართავდა ძვ.წ.აღ-ით 392-369 წლებში) სამეფო კარის ექიმი გახლდათ.არისტოტელეს წინაპრები ექიმები იყვნენ,ამიტომ სამედიცინო ხელოვნება ერთგვარად შთამომავლობიდან შთამომავლობაზე გადადიოდა.პირველი დამრიგებელი და ცოდნის გამზიარებელი არისტოტელეზე სწორედ მამამისი ნიკომაქსი გახლდათ.მან ბავშვობაშივე გაიცნო მაკედონიის მომავალი მეფე ფილიპე,რომელიც თავის მხრივ დიდი ალექსანდრეს მამა გახდა შემდგომში.ამ ნაცნობობამ კი უდიდესი როლი ითამაშა მის შემდგომ ცხოვრებაზე,რადგან სწორედ ფილიპე იყო მოთავე იმისა,რომ ალექსანდრე არისტოტელეს აღეზარდა.ძვ.წ.აღ-ით 369 წელს არისტოტელემ პლატონის აკადემიაში ჩააბარა,მოგვიანებით კი თავად გახდა ამ აკადემიის პედაგოგი.პლატონის გარდაცვალების შემდეგ კი (ძვ.წ.აღ-ით 347 წელს) ფილიპეს ბრძანების საფუძველზე ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი ხდება. (ავტორი გენია.ჯი) სამწუხაროთ ჩვენამდე არისტოტელეს ნაშრომების დაახლოებით მესამედმა მოაღწია და სრულყოფილად მისი ნაშრომები ჩვენთვის უცნობია,თუმცა რამაც მოაღწია,ისიც თვალნათლივ გვიხატავს ამ გენიოსი ადამიანის ნიჭსა და შემოქმედებას.მან დატოვა ორი სახის ნაშრომები,ერთი რომელიც შემუშავებული იყო ფართო პუბლიკისათვის და მეორე სპეციალურიად შემუშავებული სტუდენტებისთვის,ასევე ფილოსოფიის მასწავლებლებისათვის.არსებული ნამუშევრები არისტოტელესი კი შეიძლება დავყოთ ხუთ კატეგორიად,ესენია: ლოგიკა,ფიზიკა,ფსიქოლოგია,ფილოსოფია და ბუნებისმეტყველება.მისი ნაშრომები დღევანდელ დღესაც უდიდეს ინტერეს იწვევს და ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. (ავტორი გენია.ჯი)