საინტერესო ფაქტები “ფაუნის” შესახებ…

1. ყველაზე ხანგრძლივად მაცხოვრებელ ცხოველთა შორის დედამიწაზე,გამოსარჩევია – კუ,სპილო და ყვავი,რომლებსაც რამდენიმე ასწლეულის მანძილზეც კი შეუძლიათ იცოცხლონ.ამ მხრივ ასევე გამოსარჩევია თევზის სახეობა – სვია,რომელიც 100 წლამდე ცოცხლობს.60 წლამდე ცოცხლობს ზუთხი.50 წლამდე ცოცხლობს არწივი.35 წელიწადი ცხენი.25 წელიწადი ბულბული.25 წელიწადი ჩიტბატონა.25 წელიწადი ჭივჭავი.ძროხა 23 წელიწადი.ძაღლი 20 წლამდე.

2. ყველაზე მაღლა მფრენ ფრინველად მიჩნეულია – ორბი.1973 წელს სამგზავრო თვითმფრინავს 11277 მეტრ სიმაღლეზე დაეჯახა ორბი,თუმცა საბედნიეროდ თვითმფრინავის მგზავრთათვის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.ასეთ სიმაღლეზე არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთი სახეობის ფრინველი არ უნახავთ. (ავტორი გენია.ჯი)

3. ყველაზე სწრაფ მორბენალ,არამფრენ ფრინველად მიჩნეულია – “აფრიკული სირაქლემა”,რომელსაც 72 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარება შეუძლია.აღსანიშნავია,რომ მისი სიმაღლე 3 მეტრამდეა და წონით 160 კილოგრამამდე მასისაა. (ავტორი გენია.ჯი)

4. ყველაზე დიდ ბაყაყად მიჩნეულია ბყაყი,სახელწოდებით – “გოლიათი”,რომელიც ბინადრობს ეკვატორულ გვინეასა და სამხრეთ დასავლეთ კამერუნში.მისი ტანის სიგრზე (უკანა თათების გამოკლებით) 32 სანტიმეტრამდეა,ხოლო წონა ხშირ შემთხვევაში 3,250 კილოგრამიდან 4 კილოგრამამდეა. (ავტორი გენია.ჯი)

5. ყველაზე დიდი ლოკოკინის სახეობაა – “აფრიკული გიგანტური ლოკოკინა”,რომელიც 900 გრამამდე იწონის და სიგრძით 39,3 სანტიმეტრამდე იზრდება.

6. ყველაზე ნელამოძრავ ძუძუმწოვრად მიჩნეულია – “ზარმაცა”.იგი მიწაზე გადაადგილდება,საშუალოდ 2 მეტრს გადის წუთში.თუმცა ხეებზე ბევრად უკეთესად და სწრაფად მოძრაობს (წუთში დაახლოებით 4,6 მეტრი).

7. ყველაზე სქელკანიან ცხოველად მიჩნეულია – “ნილოსის ბეჰემოტი” და  ”მარტორქა”,რომელთა კანის სისქე 2,5 სანტიმეტრია.სპილოსი კანის სისქე კი 1,5 სანტიმეტრიდან 1,8 სანტიმეტრამდეა. (ავტორი გენია.ჯი)