პირველი “ღია საფოსტო ბარათის” დასაბამი…

პირველი ღია ტექსტით დაწერილ საფოსტო ბარათს (კონვერტის გარეშე), რეკომენდაცია 1865 წლის 30 ნოემბერს გერმანელმა – ჰენრიხ ფონ შტეფანმა გაუწია.იგი იმ პერიოდისათვის ჩრდილოგერმანული საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორი გახლდათ.მიუხედავად მისი რეკომენდაციისა სამოქალაქო საზოგადოებისათვის იგი მაინც უცნობ და ნაკლებად ინტერესის შემცველ ინოვაციად დარჩა. (ავტორი გენია.ჯი) 1868 წელს წიგნითმოვაჭრეების – ფრინლაინისა და პადრუბიცას მიერ შემოთავაზებულ იქნა “უნივერსალური კორესპონდენციის ბარათი”,სტანდარტული ტექსტით.თუმცა ეს იდეაც მიუღებლად იქნა მიჩნეული.მოგვიანებით ავსტრიელმა,კერძოდ ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა – ჰერმანმა,განაცხადი შეიტანა ახალი საფოსტო დეპეშის (ღია ბარათის) შემოღების ინიციატივის შესახებ,რომლის ტექსტშიც მხოლოდ ოცამდე სიტყვის დაწერა შეიძლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,არც მისი ინიციატივა იქნა გაზიარებული.მომდევნო “გამომგონებელი” ღია საფოსტო ბარათისა,ოფიციალური ავსტრიული საფოსტო უწყება გახლდათ.ისინი ბარათში არ ზღუდავდნენ სიტყვათა რაოდენობას.ასეთი სახის ბარათებს ისეთივე ტარიფი დაედო,როგორც ჩვეულებრივ ამანათებს.საბოლოო ოფიციალური სახე “ღია საფოსტო ბარათმა” 1869 წლის 1 ოქტომბერს მიიღო.იგი ავსტრიაში ფართოდ გავრცელებას იწყებს და ასევე სწრაფად ვრცელდება ავსტრიიდან სხვადასხვა ქვეყნებში.ამის შემდგომ,ასეთი ბარათები არამარტო ღია მისალოც (დაბადების დღე,ახალი წელი და სხვა),არამედ მოსაწვევი ბარათისა და სხვა ფუნქციის მატარებლადაც იქცა და დღემდე აქტიურად გამოიყენება საფოსტო მომსახურებასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი)