წარმოდგენები “ჯოჯოხეთის” შესახებ…
“ჯოჯოხეთი” - მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიაში არსებული,გარდაცვლილ ცოდვილთა სულების მიწისქვეშეთში დასასჯელი საშინელი ადგილია,რომელიც თავის მხრივ “სამოთხის” სრულიად საპირისპირო ანტიპოდს წარმოადგენს.სიტყვა – “ჯოჯოხეთი”,მომდინარეობს ძველბერძნული მითოლოგიიდან და აღნიშნავდა იმ მიწისქვეშეთს (ქვესკნელს),რომელსაც ქვესკნელის ქთონური ღვთაება (მბრძანებელი) – ჰადესი განაგებდა,თავის მეუღლე ჰერსეფონესთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) მას ჰყავდა სამთავიანი ძაღლი ცერბეროსი,რომელსაც გველის კუდი ჰქონდა და იცავდა ქვესკნელის კარიბჭეს,რათა გარდაცვლილთა სულები იქიდან არ გაქცეულიყვნენ.ჰადესის ამ საშინელ სამეფოში იყო მდინარე მლეთე,რომლის მეშვეობითაც გადაჰყავდათ გარდაცვლილთა სულები ქვესკნელში.
ძველბერძნული მითოლოგიის გარდა,ძველი ეგვიპტელებისათვის ასეთ ადგილს წარმოადგენდა – “ამენტი” ან “ამენტესი”,რომელიც მიწიშქვეშეთის სამყარო იყო.იგი მოხსენიებულია ძველეგვიპტურ – “მიცვალებულთა წიგნში”.მას განაგებდა ძველეგვიპტური ღმერთი მიწისქვეშეთისა – ოსირისი. (ავტორი გენია.ჯი) ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით გარდაცვლილთა სულები იმ სასამართლო დარბაზში,სადაც ოსირისი იჯდა,გარდაცვლილთა სულები შეჰყავდა სამართლიანობის ღვთაება – მაატს.მიცვალებულთა სულების განვლილ ცხოვრებას კი განიხილავდნენ მზის ღმერთი – ჰოროსი და ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთი – ანუბისი.სწორედ მათ გამოჰქონდათ საბოლოო განაჩენი მიცვალებულთა სულებისათვის.ეგვიპტელთა წარმოდგენით – ამენტი შედგებოდა 14 ზონისაგან,სადაც ადამიანთა სულები თავიანთი ცოდვების მიხედვით იყვნენ იყვნენ დანაწილებული.
გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით “ჯოჯოხეთის” მსგავს სამყაროს წარმოადგენდა,ცხრა სამყაროდან ერთ-ერთი – “ჰელაიმი” (მიცვალებულთა სამყარო).მას განაგებდა ლოკისა და ანგბროდის ქალიშვილი,მბრძანებელი ქალი – ჰელი. (ავტორი გენია.ჯი) ჰელჰაიმი იყო ადგილი,სადაც წყვდიადი,სიცივე და ბურუსი მეფობდა.შესაბამისად იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დაბლა მყოფ დონეს სხვა დანარჩენ რვა სამყაროსთან შედარებით.შემოსაზღვრული იყო მდინარე გიოლით.გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით,აქ ხვდებოდა ყველა გარდაცვლილის სული,გარდა იმ გმირებისა,რომლებიც დაიღუპნენ სამშობლოსათვის ბრძოლაში (მათი სულები ვალჰეილში ანუ ზეციურ სასახლეში იმყოფებოდნენ).ამავე მითოლოგიის თანახმად,არცერთ სულს (თავად ღმერთებსაც კი) არ შეეძლოთ “ჰელაიმის” დატოვება,თუ კი ისინი იქ მოხვდებოდნენ.მის შესასვლელს იცავდა ოთხთვალიანი ამაზრზენი ძაღლი “ჰარმი” და “ბუმბერაზი მოდრუგი”.ერთადერთი ვინც ამ სამყაროდან უკან დაბრუნება შესძლო,გახლდათ სკანდინავიური მითოლოგიის პერსონაჟი – “ჰერმოდ მამაცი”. (ავტორი გენია.ჯი)
“ჯოჯოხეთი” უძველესი ეპოქებიდან ასოცირდებოდა ტანჯვასა და ტკივილთან.მოგვიანებით მსოფლიოში,სხვადასხვა რელიგიების დაარსებასთან და გავრცელებასთან ერთად,გაიზარდა წარმოდგენები “ჯოჯოხეთის” არსებობის შესახებ და იგი მხოლოდ მითოლოგიის ნაწილს აღარ წარმოადგენდა.დღესდღეობით ამ სიტყვის წარმოთქმაც კი საშინლად უარყოფით ემოციას აღძრავს ნებისმიერ ადამიანში,რა რელიგიის მატარებელიც არ უნდა იყოს იგი.