აფრიკული არამყეფი ძაღლი – ბასენჯი
ბასენჯი - ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – “აფრიკული არამყეფი ძაღლი”,წარმოადგენს აფრიკული მონადირე ძაღლის სახეობას,რომლებიც ძირითადად გავრცელებული არიან კონგოს,სუდანისა და ლიბერიის ტერიტორიებზე.აღსანიშნავია,რომ ეს სახეობა ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ჯიშია მსოფლიოში.როგორც ვარაუდობენ ”ბასენჯი” დედამიწაზე 5000 წლის წინად გაჩნდა ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) ბასენჯი განეკუთვნება იმ უნიკალური ჯიშის ძაღლების სახეობას,რომელიც არ ჰყეფს (მხედველობაში არ არის ავსტრალიური გარეული ძაღლი დინგო),თუმცა შეუძლიათ ღრენა და თავისებურ სპეციფიკურ ხმებსაც გამოსცემენ,რომელსაც – “ბასენჯის ხმებსაც” უწოდებენ.”ბასენჯი” ადამიანის მიერ,სელექციის გზით გამოყვანილი სახეობის ძაღლი არ გახლავთ.არიან საკმაოდ ჯანმრთელი და სწრაფი ცხოველები.ისინი,მექსიკური ჯიშის “კსოლოიტცკუინტლის” მსგავსად იმ იშვიათ სახეობას გენეკუთვნებიან,რომელთაც ფორმები და აღნაგობა ათასწლეულების მანძილზე არ შეუცვლიათ.ძველ ეგვიპტეში “ბასენჯის” ჯიშის ძაღლებს თვით ფარაონებსაც კი ჩუქნიდნენ და მათი ყოლა დიდ პატივადაც მიიჩნეოდა.”ბასენჯი” – თავად ფარაონების უძველეს აკლდამებზეც კი არის გამოსახული,რაც მატ უდიდეს პოპულარობაზე მიუთითებს.გასაოცარია,თუმცა ფაქტია,რომ ასევე ნაპოვნი იქნა “ბასენჯის მუმიაც”,რომელიც დიდებული წარმომავლობის მქონე პატრონთან ერთად იყო დასაფლავებული.თანამედროვე დროში “ბასენჯს”,აფრიკულ სახელმწიფო კონგოში სანადიროდ იყენებენ და შესანიშნავი სანადირო თვისებებითაც გამოირჩევა. (ავტორი გენია.ჯი) 1895 წელს ბასენჯის ჯიში ძაღლი,პირველად ტოვებს აფრიკის კონტინენტს (ინგლისელი მეზღვაურების მიერ იქნა გადაყვანილი ევროპაში).1905 წელს კი ბასენჯი უკვე ბერლინის ზოოპარკის ბინადარი ცხოველიც ხდება.1937 წელს ბასენჯი,ამერიკის კონტინენტზეც გადაჰყავთ და მოიხსენიებდნენ არა როგორც ბასენჯი,არამედ როგორც “კონგო-ტერიერი”.მათი წონა 9 კილოგრამიდან 11 კილოგრამამდეა,სიმაღლე კი 40 სანტიმრტრიდან 43 სანტიმეტრამდე.ფერებით ოთხგვარი არიან – შავი,წითური,ვეფხვისებრი და შავი.დღესღეობით ბასენჯი ერთ-ერთი პოპულარული ჯიშის ძაღლია და ძაღლების უამრავ შეჯიბრებებშიც აღებინებენ მონაწილეობას. (ავტორი გენია.ჯი)