მანანა ჩიტიშვილი – „გადაძახილი”

nullაღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,

ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,

ქართლი,როგორც გაროზგილი დედაჩემი,

გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.

***

გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი,

თვალს ვარიდებ

გადამტვრეულ, პირბლაგვ მახვილს,

რა უყავით, რა უყავით მამულები?!_

***

ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის.

ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს,

ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი_

„ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო,

უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?!”

***

ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო,

ჩვენ თუ არა სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს…

გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, ქართველებო! _

დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი.

***

აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,

ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,

ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,

გადატყაულ მუხლის თავზე მისვენია.