იცით თუ არა,რომ
1. “თქვენ იწყებთ ენის შესწავლას,რომელზეც ღმერთი ლაპარაკობდა”, – ამ სიტყვებით იწყება ივრითის სახელმძღვანელო.
2. მუჰამედ ალიმ ვიეტნამის ომში წასვლაზე უარი იმ მოტივით განაცხადა,რომ ვიეტკონგოელებს ჩემთვის სიტყვა “ნიგერი”,არასოდეს უწოდებიათო.
3. სულ გალაკტიკაში 88 თანავარსკვლავედია და ყოველ მათგანს საკუთარი სახელი ქვია.
4. შავ ზღვას “ორსართულიან” ზღვას უწოდებენ.”ზედა სართული” 200 მეტრ სიღრმემდეა,ხოლო უფრო ქვედა სიღრმეს კი “ქვედა სართულად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი)
5. დიდი ილია უდიდეს პატივს სცემდა გრიგოლ ორბელიანს,როგორც პოეტს.ის ამბობდა: იგი იყო თვითმპყრობელი ქართული ენისა და ჩვენ სასოებით მისი მსმენელნი.
6. თხუთმეტი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ პირველი ქართული სამეცნიერო ენციკლოპედია “კალმასობა” იოანე ბატონიშვილმა შექმნა 1813-1828 წლებში. (ავტორი გენია.ჯი)
7. მსოფლიო ხელოვნების პირველი საჯარო გამოფენა პარიზში შედგა 1667 წელს.
8. რედიარდ კიპლინგი პირველი ინგლისელი გახლდათ,რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში 1907 წელს.
9. ტაილანდის დედაქალაქის ბანგკოკის სრული სახელწოდებაა - კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამი.
10. ცნობილი და გამოჩენილი ინგლისელი ადმირალი ჰორაციო ნელსონი,მიუხედავად იმისა,რომ ერთ-ერთ ბრძოლაში თვალი დაიზიანა და ფაქტიურად ამ თვალში სინათლეც დაკარგა (არასრულყოფილად) თვალის სახვევს არასოდეს ატარებდა,როგორც ეს ფილმებსა და ნახატ ტილოებშია გამოყვანილი. (ავტორი გენია.ჯი)