“რუბ-ელ-ხალის უდაბნო”
“რუბ-ელ-ხალის უდაბნო” - (არაბულ ენაზე აღნიშნავს ცარიელ კვარტალს),მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში,არაბეთის ნახევარკუნძულზე.კერძოდ საუდის არაბეთის,ომანის,იემენისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტერიტორიაზე.სახელიც ამ უდაბნოს შეირჩა იმისათვის,რომ იგი აბსოლუტურად უკაცრიელი უდაბნოა და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვიშიან უდაბნოს.მისი სიგრძე 1200 კილომეტრია,ხოლო სიგანე 650 კილომეტრი. (ავტორი გენია.ჯი) საერთო ფართობი რუბ-ელ-ხალის უდაბნოსა შეადგენს 650,000 კვადრატულ კილომეტრს. (ავტორი გენია.ჯი) ასევე ეს უდაბნო მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ცხელ უდაბნოდ მსოფლიოში,სადაც საშუალო ტემპერატურა ივლისსა და აგვისტოში 47 გრადუსიდან 50 გრადუსამდე მერყეობს.ამ მიზეზთა გამო იგი დედამიწის ყველაზე მშრალ უდაბნოდ არის მიჩნეული.დიუნების სიმაღლე ხშირ შემთხვევაში 250 მეტრ სიმაღლეს შეადგენს.უდაბნო პირველად სრულად გაიარა ინგლისელმა არაბეთის ნახევარკუნძულის მკვლევარმა – ბერტრან სიდნი თომასმა 1930-1931 წლებში.იგი განეკუთვნება არიდული უდაბნოების კატეგორიას. (ავტორი გენია.ჯი)