“მცირე რელიგიური ლექსიკონი”
1. აბიურაცია – მრწამსის საჯაროდ უარყოფა.
2. ათეშგაჰი – ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი.
3. აიათოლა – უმაღლესი სასულიერო წოდება შიიტურ სექტაში.
4. ამარტოლი – ბერ-მონაზონთა ზედსახელი.
5. აპოსტატა – ძველი რწმენის უარმყოფელი. (ავტორი გენია.ჯი)
6. ახუნდი – ისლამურ რელიგიაში სჯულის მცოდნე.
7. ბენეფიციუმი – საეკლესიო თანამდებობასთან დაკავშირებული შემოსავალი.
8. ბონზა – ბუდისტების მღვდელი.
9. ბრეგე – რომის პაპის მოკლე ეპისტოლე.
10. ბულა – რომის პაპის ბრძანებულება.
11. დიოფიზიტები – იესო ქრისტეს ორი ბუნების-ადამიანურისა და ღვთიურის ამღიარებელნი.
12. ეგვტერი – სამლოცველო ან ეკლესიას მიდგმული საგვარეულო სასაფლაო.
13. ენციკლიკა – რომის პაპის მიმართვა ყველა კათოლიკესადმი.
14. ვაკუფი – რელიგიური შეწირულობა მაჰმადიანურ ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი)
15. ზატიკი – ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანასთან დაკავშირებული დღესასწაული.
16. იადგარი – ქართული ლიტურგიკული კრებული.
17. კაბალა – მისტიკური მიმდინარეობა იუდაიზმში.
18. კირხე – ლუთერანული ეკლესია.
19. კონდაკი – ბიზანტიური საეკლესიო საგალობელი.
20. კონსისტორია – კარდინალთა თათბირი პაპის მეთაურობით.
21. მაზარი – მუსლიმანთა წმინდანის ან მმართველის აკლდამა.
22. მუეძინი – მეჩეთის მსახური.
23. ოსანა – სახოტბო შეძახილი.
24. პარაფსიტი – საკმევლის ჭურჭელი. (ავტორი გენია.ჯი)
25. პრელატი – კათოლიკური ან ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი.
26. პრობსტი – ლუთერანული ეკლესიის უფროსი პასტორი.
27. პროზელიტი – პირი რომელსაც ახალი მიღებული აქვს სარწმუნოება.
28. ქორალი – კათოლიკეთა რელიგიური საგალობელი.
29. ღაზავათი – მუსლიმანთა სარვთო ომი,იგივე ჯიჰადი.
30. ცელიბატი – კათოლიკე სასულიერო პირთა დაუქორწინებლობა.