დავით კლდიაშვილის სიტყვით გამოსვლა მის “საიუბილეო საღამოზე”

დიდი ქართველი მწერლისა და კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - დავით კლდიაშვილის (1862-1931 წლები) საიუბილეო საღამოზე ერთმა ორატორმა რიხით განაცხადა:

“დავით კლდიაშვილი თავის მოთხრობებში დაუნდობლად დასცინოდა და ამათრახებდა ხელმოკლე აზნაურებსო”.

ამის გაგონებაზე დავითი  ნერვულად შეირხა,შუბლი შეიჭმუხნა და ვიდრე მისალმებები და მილოცვები დამთავრდებოდა,დაღვრემილი,თითქოს გულმოსული იჯდა სავარძელში. (ავტორი გენია.ჯი) ორატორების გამოსვლის შემდეგ,საბოლოო სიტყვა თავად იუბილარს უნდა წარმოეთქვა.დავითს მღელვარება ეტყობოდა,მადლობა გადაუხადა დამსწრეთ და წარმოთქვა:

” არა,მე არავინ გამიმათრახებია,არ დავცინოდი იმ უბედურ ადამიანებს.მე ისინი მეცოდებოდნენ; მებრალებოდა ადამიანი,რომელიც მახინჯმა ცხოვრებამ გააუბედურა და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა,მე მიყვარდა ჩემი ხალხი ,ცრემლებს ვღვრიდი,მის გამწარებულ ცხოვრებას რომ ვხედავდი და ამ გულისტკივილით,მათდამი სიბრალულით სავსე ვწერდი.ასე,რომ არ ყოფილიყო,მე ახლავე უარს ვიტყოდი ჩემს ნაწერზე,მთელი ჩემი ცხოვრების გზაზე წინ მიმიძღოდა მხოლოდ ადამიანის სიყვარული”. (ავტორი გენია.ჯი)