დიმიტრი ყიფიანი – “მტრის ურჩი რაინდი”
“კაცისა ყოველივე სამშობლოს უნდა შეეწიროს”, – ამ ურყევი პრინციპით იცხოვრა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა,სამშობლოსათვის თავდადებულმა და ღირსეულმა რაინდმა – დიმიტრი ყიფიანმა (1814-1887 წლები).მისმა ტრაგიკულმა ცხოვრებამ არა ერთ განსაცდელსა და დევნა,გადასახლებას გაუძლო,თუმცა ერთხელაც არ დაუკვნესია ამ განსაცდელების გამო.პირიქით ის უფრო აქტიურად მუშაობდა ყოველივე ქართულის საკეთილდღეოდ,იგი წერდა: “თუკი ჩემი სამსახური სასარგებლო იქნება,პირველ რიგში იგი სასარგებლო უნდა იყოს ჩემი სამშობლოსათვის”. (ავტორი გენია.ჯი) მან სამშობლოსათვის გაიღო უამრავი მსხვერპლი – სამსახურეობრივი კარიერა,მატერიალური კეთილდღეობა,ოჯახური სიმშვიდე,ფიზიკური თუ ინტელექტუალური ენერგია და ბოლოს სიცოცხლეც.დიმიტრი გრიგოლ ორბელიანს პეტერბურგიდან წერდა: “ღვთის გულისათვის,რას დამახარბებენ აქ ისეთსა… საქართველოს მოშორება ღმერთმა მაშოროს.ისევ გუთანს მოუდგები,ნაბადს მოვისხამ და ჩემს ქვეყანას აგრე ადვილად ვერ მოვჰსცილდები”.რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ბრძანებით ჩვენს დიდ მამულიშვილს აჰყარეს მოქალაქეობრივი უფლებები და სტავროპოლში გადაასახლეს,სადაც ალბათ დიდი ქართველი გრძნობდა ტრაგიკულ აღსასრულს და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოხუცი და ავადმყოფი,სამშობლოსათვის დამაშვრალი მამულიშვილი ოჯახის წევრებს წერდა: “იმის იმედი მაინც მაქვს,რომ შეწყალებაზე არსად,არასოდეს,არავითარი ლაპარაკი არ იქნება,რამდენადაც შეწყალებას, – გარდა ღვთისადმი ლოცვა-ვედრებისა, – მხოლოდ დამნაშავეები ითხოვენო”.ქართველ პატრიოტს მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა,ის რომ “ვაითუ აქ მოვკვდე და ჩემი ძვლები აქ დასტოვონ და არ დამმარხონ ჩემს საყვარელ მიწა-წყალშიო”. (ავტორი გენია.ჯი) მართლაც წინათგრძნობა აუხდა მამულიშვილს ავი წინატგრძნობა და 1887 წლის 24 ოქტომბრის რამეს დაქირავებულ მკვლელებს (საქართველოს მკვლელებს) – გრიგოლ სტრეპეტოვსა და თედორე შულგინს – მოაკვლევინეს კიდეც.ქართველმა საზოგადოებამ,მიუხედავად იმ დროინდელი ხელისუფლების მიერ შექმნილი არაერთი დაბრკოლებისა,მოწამოებრივად აღსრულებული “მეორე დიმიტრი თავდადებული” (ასე მოიხსენიებდა მას აკაკი წერეთელი) სამშობლოში ჩამოასვენა და ჩვენში მანამდე არნახული მასშტაბის საპროტესტო მსვლელობის შემდეგ ძვირფასი ცხედარი მთაწმინდის წმინდა მიწას მიაბარა.ხოლო ხუთიოდე წლის შემდეგ დიდმა აკაკიმ უკვდავი ლექსით “განთიადი” სამარადჟამო ძეგლი აუგო დიდ ქართველ მოღვაწესა და მამულიშვილს.2007 წელს კი ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. (ავტორი გენია.ჯი)