“იურიდიული პირის სტატუსის მქონე” – ეკვადორის ეკოსისტემა
სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში - ეკვადორში (ოფიციალური სახელწოდება – ეკვადორის რესპუბლიკა),2008 წელს ამავე ქვეყნის “ოდიოზური პრეზიდენტის” და “ოცდამეერთე საუკუნის სოციალისტის” სახელით ცნობილი - რაფაელ ვისენტე კორეა დელგადოს ინიციატივით,ქვეყნის პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია,რომლის თანახმადაც იგი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში,სადაც კონსტიტუციაში აისახა კოდიფიკაცია “ბუნების უფლებებისა”.ესეიგი ეკვადორის ეკოსისტემას მიენიჭა “იურიდიული პირის სტატუსი”.(ავტორი გენია.ჯი) ამავე კონსტიტუციის მიხედვით,ეკვადორის ეკოსისტემას სრული უფლება აქვს სიცოცხლის,არსებობისა და განვითარებისა,რაც ასევე ადამიანებს აძლევს უფლებას,სამართლებლივი დავა აწარმოოს გარემომცველი ბუნების წინააღმდეგაც კი.
ეკვადორის რესპუბლიკაში უცხოური ნავთობის მომპოვებელი და სხვა სფეროს კომპანიების მიერ,ეკოსისტემაზე მიყენებული ზარალი ძალიან დიდი გახლდათ.ამ მიზეზის გამო ეკვადორის პრეზიდენტმა თავისი პირველივე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში,საკმაოდ სკანდალურ განკარგულებას მოაწერა ხელი – ბრაზილიური სამშენებლო კომპანია “ოდებრექტის” ბალანსზე არსებული აქტივები ნაციონალიზებურად გამოაცხადა და კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე ეკვადორის სამხედრო ჯარები შეიყვანა.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ საპრეზიდენტო მანდატის დაუფლებისთანავე,რაფაელ კორეამ შეიმუშავა კანონპროექტი,რომლის საფუძველზეც მას გაეზარდა უფლებამოსილება ქვეყნის ეკონომიკაში ჩართვის მხრივ.ასევე საინტერესოა ისიც,რომ კორეას მთავრობა ბრაზილიურ კომპანიას 30 მილიონ ამერიკულ დოლარს ედავებოდა,ეკვადორის ეკოსისტემისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად (კერძოდ სან-ფრანცისკოში არასწორად აგებული დამბის საკომპენსაციოდ).ბრაზილიურმა კომპანიამ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი განაცხადა,რამაც მისი 800 მილიონ ამერიკულ დოლარად ღირებული აქტივები მთლიანად ეკვადორის სახელმწიფოს კუთვნილებაში გადაიტანა.გარდა ამისა,ეკვადორმა თავისი ეკოსისტემისათვის მიყენებული ზარალისათვის დიდი თანხა გადაახდევინა ამერიკულ ენეგოკომპანია – “შევრონს” და სხვა კომპანიებს.
ეკვადორის პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციაში,ბუნებას მიენიჭა ადამიანის,კერძოდ იურიდიული პირის სტატუსი” და მას ეწოდა – “Buen Vivir” სახელი,რაც თარგმანით “კარგ ცხოვრება”-ს აღნიშნავს.ამავე კონცეფციის მიხედვით,ყოველი ეკვადორელი ვალდებულია ბუნებასთან ჰარმონიულად თანაიცხოვროს (ავტორი გენია.ჯი)