“სირაკუზელი ტირანი” დიონისესა და პლატონის დიალოგი…

გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი - პლატონი (ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),ისევე როგორც სხვა ფილოსოფოსები ბუნების მოვლენათა ცნობისმოყვარე მაყურებელი იყო.ამ მიზეზის გამო,ის ბევრს მოგზაურობდა და ისეთ ქვეყნებშიც კი ჩადიოდა,სადაც განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული “ტირანები” იჯდნენ სამეფო ტახტზე. (ავტორი გენია.ჯი) იგი სწორედ იმ დროს ჩავიდა სირაკუზში,როდესაც სახელმწიფო ძალაუფლება,საყოველთაოდ ცნობილი ტირანის – დიონისიოს I უფროსის (ძვ.წ.აღ-ით 432-367 წლები) ხელში იყო.პლატონის სირაკუზში ჩასვლის “გულუბრყვილო” მიზანს,დიონისიოსის დარწმუნება წარმოადგენდა,იმაში,რომ მას ტირანული ძალაუფლება არისტოკრატიულ მმართველობაზე გადაეყვანა.სწორედ ამიტომ გამოეცხადა იგი სასახლეში დიონისიოსს.მათ შორის კი საკმაოდ საინტერესო დიალოგი გაიმართა,რომელსაც ჩემო მკითხველო აქვე შემოგთავაზებთ.ტირანმა პლატონს ჰკითხა:

 - ვინ არის,შენის აზრით,კაცთა შორის ბედნიერი?

რაზეც პლატონმა მიუგო:

- სოკრატე.

დიონისიოსმა კვლავ ჰკითხა:

- როგორ გგონია,რა არის მბრძანებლის ამოცანა?

- ის,რომ თავისი ქვეშევრდომები კეთილშობილ ადამიანებად აქციოს, – უპასუხა პლატონმა.

- მითხარი,მართალი მოსამართლე,შენის აზრით,არაფერს ნიშნავს? – ჰკითხა დიონისოსმა (მას თავი მოჰქონდა ქვეყანაში მოქმედი მართლმსაჯულებით). (ავტორი გენია.ჯი) რაზეც პლატონმა გულახდილად მიუგო:

- არაფერს,ან ძალიან ცოტას,ვინაიდან სამართლიანი მოსამართლენი იმ მკერავებსა ჰგვანან,რომელთა საქმეც დახეული ტანსაცმლის დაკერებაა.

საუბრის დასასრულს დიონისიოსმა დიდ ფილოსოფოსს ჰკითხა:

- როგორ გგონია,განა ტირანი მამაკაცი არ არის?

პლატონი არც კი დაფიქრებულა,ისე უპასუხა დიონისიოსს:

- სრულიადაც არა.ტირანზე მხდალი არავინაა ამქვეყნად: დალაქის სამართებლის დანახვაზეც კი შიშით კანკალებს,ვაითუ,ყელი გამომჭრანო.

ასეთმა პასუხმა,სირაკუზელი ტირანი განარისხა,რის გამოც პლატონს სასწრაფოდ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.იმავე საღამოს,გენიალური ფილოსოფოსი სირაკუზიდან უდიერად იქნა გაძევებული. (ავტორი გენია.ჯი)