მერაბ მეტრეველი – „უფალმა მეორედ მიწილადა”
დედ-მამის სული ნუ წამიწყდება,
სიტყვას როდი ვისვრი ადვილად.
მიწაზე სიარული მავიწყდება
მე ახლა ღრუბლებზე დავდივარ.
* * *
უფალმა მეორედ მიწილადა
ტრფობა მე სიცოცხლის გვირგვინად,
იყო ღვთაებრივი იცი რა და
უცებ გაზაფხულმა იგრგვინა.
* * *
სული ხომ ზეცამდე აიზიდა,
გული ნაღვერდლებით აივსო.
აღარ დაბრუნდება მაისი და
ზოგჯერ შემოდგომაც მაისობს.
* * *
კურთხევა ყველა იმ გაელვებას,
მოღწეულს ჭექად და ქუხილად,
რასთან პარალელიც გაევლება,
თვით მზის ენერგიას უხილავს.