“გასაღებების გადაცემის ცერემონია”
“გასაღებების გადაცემის ცერემონია” - ინგლისურ ენაზე “Ceremony of the Keys”,წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულ ცერემონიალს,ინგლისში მდებარე,საყოველთაოდ ცნობილი “თაუერის სასახლისა”.იგი სათავეს,ჯერ კიდევ შორეულ XIV საუკუნეში იღებს.მას შემდეგ,ყოველ საღამოს 9:53 წუთზე სასახლის მთავარი ბიფიტერი ხვდება სამხედრო ესკორტს (რომელიც თავის მხრივ სასახლის მთავარი კოშკის კარების დარაჯის ფუნქციას ასრულებს).როდესაც გუშაგები ვოტერ-ლეინის ქუჩაზე გადიან,ჩერდებიან კოშკთან და კარებთან წარმოსთქვამენ პაროლს.ამის შემდგომ ისინი ადიან ბუდვარკის კიბეზე და აძლევენ სამხედრო სალამს დედოფალს,რის შემდეგაც იღებენ კარის გასაღებს მთავარი ბიფიტერისაგან და უდგებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას.
აღნიშნული ცერემონიალი,ექვსი საუკუნის მანძილზე ერთადერთხელ იქნა გადადებული (1941 წელს) და ისიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,მაშინ როდესაც გერმანელების მიერ დაიბომბა ლონდონი.ამ მოვლენის გამო,პასუხისმგებელმა ოფიცერმა,წერილობითი სახით ბოდიში მოუხადა,იმ პერიოდში გაერთიანებული სამეფოს მეფეს ჯორჯ VI-ს,იმისათვის რომ დანიშნულ დროს აღნიშნული ცერემონიალის ჩატარება ვერ შესძლო.მალევე მეფისაგან ოფიცერმა მიიღო საპასუხო წერილი სადაც აღნიშნული იყო,რომ მეფე არ დასჯიდა მას,რადგან “გასაღებების გადაცემის ცერემონიალი”-ს გადადება,საპატიო მიზეზს უკავშირდებოდა.აღნიშნულ ცერემონიალზე დასწრება სტუმრებისათვის მხოლოდ ბილეთების მეშვეობით არის შესაძლებელი,რომელთაც მოთხოვნის საფუძველზე უფასოდ უგზავნიან ფოსტის საშუალებით მთხოვნელთ.იმისათვის,რომ ბილეთი მიიღოთ,ორი თვით ადრე უნდა გააგზავნოთ თხოვნა.შესაძლოა ცერემონიალზე დასწრების უფლების მოპოვება ჯგუფსაც სურდეს,თუმცა ჯგუფში არა უმეტეს 6 ადამიანი უნდა ირიცხებოდეს. (ავტორი გენია.ჯი).”გასაღების გადაცემის ცერემონია” – “თაუერის სასახლეში” დღემდე გრძელდება და მას მრავალი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი ესწრება.შესაბამისად იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ რიტუალად არის მიჩნეული თანამედროვე ინგლისში.