“მისოფონია”

“მისოფონია” - ინგლისურ ენაზე “Misophonia”,სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს – “ზიზღს ხმების მიმართ” და იგი წარმოადგენს ფორმას შეუწყნარებლობისა ხმების მიმართ.სამედიცინო კუთხით,”მისოფონია” გახლავთ ნევროლოგიური განწყობილება,რომელიც ადამიანში აღძრავს ნეგატიურ განწყობილებას განსაზღვრული ხმების,თუნდაც იგი იყოს ხმამაღალი ან ჩუმი ტემბრის მქონე.თავდაპირველად აღნიშნული ტერმინი,შემოღებულ იქნა დიდი ამერიკელი ნეირობიოლოგების – პაულ და მარგარეტ ჯესტრებების მიერ,როგორც ტერმინი “სელექციური ხმოვანი გრძნობადობის” სინონიმისა.”ჰიპერაკუზიისაგან” განსხვავებით (ანომალურად ბასრი ხმა ან მტკივნეული მგრძნობიარობა ხმების მიმართ) (ავტორი გენია.ჯი),”მისოფონია” დაკავშირებულია განსაზღვრულ ხმებთან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დღემდე ზუსტად ვერ იქნა დადგენილი ანატომიური ადგილმდებარეობა,იმ ფიზიოლოგიური ანომალიისა,რომელიც იწვევს აღნიშნულ სიმპტომებს.თუმცა ცნობილია,რომ იგი განეკუთვნება ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

“მისოფონიით” დაავადებული ადამიანებისათვის,შესაძლოა გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს – კბილების ხეხვის,დაცემინების,ხველების,საღეჭი რეზინის,სტვენის და სხვა ხმები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “მისოფონია” იოლი ნიშნებით,ფაქტიურად ყველა ადამიანს გამოუცდია.