ძელევკოსის ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნის “კანონთა კრებულის” პროლოგი…

“თვითეული ჩვენგანი უნდა ესწრაფოდეს იმას,რომ ყოველგვარი ბოროტებისაგან განირიდოს და წმინდად დაიცვას თავისი სული,რადგან ღმერთები არ იღებენ პატივისცემას ბოროტ კაცთაგან.მათ პატივს მიაგებენ არა დიდებული შესაწირავებითა და ძვირფასი ძღვენით,არამედ სიქველითა და სიმართლისა და სიკეთისაკენ მიდრეკილი ნების სიწრფელით.ამიტომ ყველა უნდა ცდილობდეს,რაც შეიძლება კეთილი იყოს,თუკი სურს,რომ უყვარდეს ღმერთს.ყველას უნდა ახსოვდეს,რომ უკვდავნი სჯიან უკეთურს; ყველას უნდა ახსოვდეს,რომ მოვა დრო,როცა ამ ქვეყნიდან წასვლა მოუწევს, და მაშინ გვიანღა იქნება სინანულიც უკეთურ საქმეთა გამო და იმის სურვილიც,რომ სამართლიანად იქცეოდეს…” (ავტორი გენია.ჯი)