ნოდარ ადეიშვილი – “ზოგჯერ იმ წვიმას ვგავარო”

ეს ისე,

არც თავს გაცოდებ,

არც თავს გაწონებ ყამარო…

თუ არც მდიდარი ვინმე ვარ,

აღარც ღარიბი ყმა ვარო.

***

ციდან,რომ წვიმა იპნევა,

ზოგჯერ იმ წვიმას ვგავარო,

მინდა -

შენს პეშვზე დავლევ სულს,

მინდა -

კვლავ ცაში ავალო.