კირიონ II – “ეპიზოდი”
კირიონ II - სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი გახლდათ,ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ 1917-1918 წლებში.იგი იყო ის დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე,რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი 2002 წელს.კირიონ II-ის ეროვნული მოღვაწეობით გაშმაგებული და ყოველივე ქართველისა და ქართულისა მოძულე რუსეთის საეკლესიო ჩინოვნიკი ივანე ვოსტორგოვი აცხადებდა: “მე მას დავახრჩობ,მთელ საქართველოს კი სისხლით მოვრწყავ”.კირიონის გადაასახლებამ,ქართული საზოგადოების აღაშფოთება გამოიწვია.აკაკი წერეთელი წერდა: “კირიონის ამბავმა ლახვარი გამიყარა! რაც იმედები მქონდა სულ გამიქარწყლდა… (ავტორი გენია.ჯი) თავს არ დავზოგავ,წავალ პეტერბურგში და თუ ჩემი არ გავიტანე,ცოცხალი აღარ დავბრუნდები და მტრებს კი არ გავახარებ!” მიუხედავად მის მიმართ დამპყრობლების სიძულვილისა და გადასახლებისა,კირიონ II-ეს მაინც არ შეუწყვეტია ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა და სრულიად საქართველოსათვის დამოუკიდებლობის იდეების განვრცობა.დიდი ქართველი კათოლიკოს პატრიარქი წერდა:
“თავისუფლების დაკარგვა,ამ ასი წლის წინათ,უცნაურად მოხდა.ჩალის ფასად გაჰყიდეს იგი,ორდენებზედ დაახურდავეს,და ახლა კი მის მოსაპოვებლად ათასობით მსხვერპლი იწირება სამშობლოს ტრაპეზზედ”.
“დედაენა არის,უფლის კურთხევით,ჩვენ წინაპათართაგან აშენებული უწმინდესი ტაძარი,საჭიროა სკოლამ მტკიცე ეროვნული ხასიათი მიიღოს და სწავლა საგნებისა ქართულად სწარმოებდეს”. (ავტორი გენია.ჯი)