“ტროპიკული ციკლონის” შესახებ…
“ტროპიკული ციკლონი” - წარმოადგენს,მეტეოროლოგიაში შტორმის სისტემას დახურული ცირკულაციით დაბალი წნევის ცენტრის ირგვლივ,რომელსაც ორთქლიანი ჰაერის მასების ამაღლებითა და კონდენსაციით გამოთავისუფლებული სიმხურვალე იწვევს.თავად ტერმინი “ტროპიკული”,აღნიშნავს როგორც გეოგრაფიულ რაიონებს,სადაც ხშირად ხდება აღნიშნული ციკლონი,ასევე ფორმირებას ტროპიკული საჰაერო მასებისას.შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,ტროპიკულ ციკლონებს – “ტაიფუნს” უწოდებენ,ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – “ურაგანს” (მაიას ცივილიზაციის ქარის ღმერთის – ჰურაკანის სახელი) (ავტორი გენია.ჯი).”ტროპიკული ციკლონი” – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და საშინელ ბუნებრივ სტიქიას დედამიწაზე.”ტროპიკული ციკლონს”,მეცნიერები სამ კლასიფიკაციას ანიჭებენ: “ტროპიკული დეპრესია”,”ტროპიკული შტორმი” და “უმაღლესი ძალის ციკლონი”,რომელიც სახელწოდებას იმ რეგიონისა თუ აუზის მიხედვით იღებს,სადაც აღნიშნული მოვლენა ვითარდება.
“ტროპიკული დეპრესია” – გახლავთ ორგანიზებული ციკლონების სისტემა,რომელიც არ შეიცავს “ქარიშხლის თვალს”.მისი ქარის სიჩქარე შესაძლოა 17 მეტრი გახლდეთ წამში.როგორც წესი,ასეთი სისტემის ციკლონი არ გახლავთ უფრო მძლავრი ციკლონის მქონე სპირალური ფორმის მატარებელი და მათ არ ანიჭებენ თავიანთ სახელებს.”ტროპიკული დეპრესია”,ძირითადად დამახასიათებელია ფილიპინებისათვის და სწორედ ამ რეგიონში ფორმირდება იგი.
“ტროპიკული შტორმი” – წარმოადგენს ორგანიზებულ ციკლონურ სისტემას,რომლის დროსაც ქარის სიჩქარემ 17 მეტრ-წამიდან 32 მეტრ-წამამდეც კი მიაღწიოს.ასეთი ციკლონები კი “ტროპიკული დეპრესიისაგან” განსხვავებით,სპირალური ფორმის არიან,თუმცა მათივე მსგავსად არც იგი შეიცავს “ქარიშხლის თვალს”.ასეთი სახის ციკლონებს მეცნიერები იმ სახელებს არქმევენ,სადაც წარმოიქმნება ან სადც განვითარდა იგი. (ავტორი გენია.ჯი)
“უმაღლესი ძალის ციკლონი” – წარმოადგენს ორგანიზებულ ციკლონთა ყველაზე ძლიერ სისტემას,რა დროსაც ქარის სიჩქარემ შესაძლოა 32 მეტრ-წამიდან 67 და მეტ მეტრ-წამამდე მიაღწიოს.ასეთ ციკლონებს როგორც წესი – ურაგანსა და ტაიფუნს უწოდებენ.გარდა ამისა მოიხსენიებენ,როგორც – “სუპერტაიფუნი”.ასეთი გამანადგურებელი სახის მქონე ციკლონი,შეიცავს “ქარიშხლის თვალს” და მისი თვალის ფართმა შესაძლოა 16 კილომეტრიდან 80 კილომეტრამდეც კი მიაღწიოს,რაც ყოველივეს გამანადგურებელია იმ რეგიონისათვის,სადაც იგი წარმოიქმნება და ქრის.
იდეა “ტროპიკულ ციკლონებზე” სახელების დარქმისა,ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების მეტეოროლოგებს მოუვიდათ,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.ისინი თავდაპირველად სხვადასხვა ტროპიკულ ციკლონებს,თავიანთი ოჯახის წევრების სახელებს არქმევდნენ.1953 წლიდან მეტეოროლოგები “ტროპიკული ციკლონებს” უკვე სისტემატურად არქმევენ სახელებს,თუმცა მხოლოდ ქალებისა; 1979 წლიდან კი უკვე მამაკაცების სახელებსაც.
მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი “ტროპიკული ციკლონი” დაფიქსირდა 1970 წლის 12 ნოემბერს,როდესაც ინდოეთში (მდინარე განგის მჭიდროდ დასახლებული რეგიონები – ბენგალიის რეგიონი) და პაკისტანის აღმოავლეთ ნაწილში განვითარებულმა “ბჰოლას ციკლონის” სახელით ცნობილმა სტიქიამ,ამავე წლის 13 ნოემბრამდე,არაოფიციალური მონაცემებით 300 000-დან 500 000-მდე ადამიანი შეიწირა.ყველაზე დიდი ფინანსური ზარალის მომტანი კი გახლავთ,1926 წლის 11 სექტემბერს ფორმირებული და ამავე წლის 22 სექტემბრამდე გაგრძელებული “მაიამის დიდი ურაგანი”-ს სახელით ცნობილი ციკლონი,რომელმაც საერთო ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებს,დღევანდელი კურსით 157 მილიარდი დოლარი ზარალი მოუტანა (დაიღუპა 373 ადამიანი).სულ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე,ამ სასინელ ბუნებრივ მოვლენას 1,9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.საინფრასტრუქტურო და ეკონომიკური ზარალი კი ტრილიონობით დოლარს უტოლდება.
დღევანდელი “მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია” (WMO),უმაღლესი ძალის მქონე ციკლონებს,სხვა ციკლონებისაგან განსხავებით,ერთჯერადად არქმევენ სახელებს და მათ მუდმივ სახელს არ არქმევენ.მაგალითისათვის,მომავალში მსოფლიოში აღარ დაფიქსირდება,ისეთი სახელის მატარებელი “ტროპიკული ციკლონები”,როგორბიც იყვნენ – “კატრინა”,აივენი,ჩარლი და სხვა.
P.S. “ურაგანზე” (ქარიშხლებზე) – პირველად სახელის დარქმევა დაიწყო ცნობილმა ინგლისელმა მეტეოროლოგ-ნოვატორმა – კლემენტ ვრეგმა, XIX საუკუნის დასასრულს. იგი თავდაპირველად სხვადასხვა სახეობების “ურაგანს” ძველრომაული და ძველბერძნული მითოლოგიური ღმერთების სახელებს არქმევდა. თუმცა მალევე გადაწყვიტა, რომ მათთვის არა ძველი მითოლოგიური ღმერთების სახელები დაერქმია, არამედ იმ ადგილობრივი პოლიტიკოსებისა, რომელთა მიმართაც იგი და ადგილობრივი მსოახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა. მოგვიანებით, მისი იდეა ფართოდ იქნა გავრცელებული არა მარტო ავსტრალიაში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. კიდევ უფრო გვიან ამ იდეაზე უარი ითქვა და „ურაგანებს” (ქარიშხლებს) ქალთა სახელების დარქმევა დაუწყეს. – (ავტორი გენია.ჯი).
“ტროპიკული ციკლონის თვალი”