დიდი ქართველები “ილიას” შესახებ…

გენიალური ქართველი პოეტი და გულმხურვალე მამულიშვილი ვაჟა ფშაველა “დიდი ილიას” გლოვის დღეებში,ამგვარად აფასებდა ილიას ღვაწლს:

“მთელი 50 წელი… საქართველოს ბედი კალთით ატარა,იყო მისი დარაჯი,როგორ დედა ერთადერთ ჩვილ შვილისა,ისე დასძრწოდა და დაჰკანკალებდა,ან არ შემიცივდეს,ან არ მომიშივდესო.მოსეულს მტერს,ვინც საქართველოს ისრებს ესროდა,იგი პირველი აგებებდა თავის მკერდს,შემოქნეულს ხმალს პირველი უფარებდა ფარსა… ნუთუ ვისმე ფანატიკოსებს ჰგონიათ რომ ილიების ხოცვით მოკლავენ თვით იდეას,რომელიც უკვდავია და რომელსაც მხოლოდ ილიასთანა ადამიანებს შეუძლიანთ ემსახურონ”.

“როგორც სიცოცხლე,ისე სიკვდილი შენი გახდა მიზეზად ხალხის ამოძრავებისა… და ვინ იცის,ეგებ სიკვდილით მაინც განამტკიცო ის,რასაც შენი სიცოცხლე შესწირე”.

აკაკი წერეთელი

“ჩვენ რომ ილია თავის დროზე გაგვეცნო,რომ ილიას ნამცნები მოძღვრება ურთიერთის სიბრალულ-სიყვარულისა,სამშობლოსათვის თავდადებისა და ქართველი ერის განვითარებისა მშობელ დედის რძესთან ერთად გვექცია ჩვენი არსებობის და ხორცად,მაშინ არც დღევანდელი მარცხი შეგვემთხვეოდა,მაგრამ დამნაშავენი ვართ შენს წინაშე,სულო მაღალო,არც კაცი და არც ქალი,არც სწავლული და არც უმეცარი… არ გაფასებდით ღირსეულად,არ გესარჩლებოდით თავდადებულად და სწორედ ამან გახადა შესაძლო შენი ძვირფასი სიცოცხლის მოსპობა ვერაგი სულისაგან”.

ეპისკოპოსი ლეონიდე

“ამ ვერაგული მოკვლის შემდეგ ილიას სახელი მოიცვის დიდებული მოწამის შარავანდედით,ერთი ასად იმატებს ის ღრმა პატივისცემა,ის თაყვანება,რომლითაც ყოველი ჭკუათმყოფელი ქართველი გამსჭვალული იყო მისდამი.ერთი ასად გაიზრდება ის დიდი მნიშვნელობა,რომელიც იმის ქმნილებებს ჰქონდა და ქართველობა ამ ქმნილებებს დაეწაფება სრულიად გაუმაძღრობით…”

იაკობ გოგებაშვილი