მაროკოს სულთნის ვიზიტი ინგლისელთა ხომალდზე…
1880 წელს მაროკოს სულთანი - აბუ ალი მულაი ჰასან I იბნ მუჰამედი,რომელიც ქვეყანას მართავდა 1873-1894 წლებში,ხმელთაშუა ზღვაში სტუმრობდა იმ დროისათვის ერთ-ერთ უახლეს ინგლისურ საბრძოლო ხომალდს.დიპლომატებმა და გემის კაპიტანმა საპატიო სტუმარს მთელი გემი დაათვალიერებინეს,რათა მას უკეთ გაეცნო უახლესი სამხედრო ტექნოლოგიებისაგან და მიღწევებისაგან დამზადებული ხომალდი.მათ შორის ამ სამხედრო ხომალდის ბრონირებული კოშკურა და გემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი დეტალი – 8000 ცხენის ძალის მქონე ძრავა,რომელიც იმ დროისათვის მართლაც გასაოცარი მიღწევა გახლდათ.ვიზიტის შემდეგ სულთანს ჰკითხეს,თუ რამ დაიმსახურა ყველაზე მეტად გემზე ნანახიდან მისი მოწონება და რამ მოახდინა მეტ-ნაკლები შთაბეჭდილება მასზე.მაროკოს სულთანმა შეკითხვაზე საკმაოდ ლაკონური პასუხი გასცა: “რამაც ყველაზე მეტად გამაოცა გემზე ნანახიდან,ეს იყო გემის კაპიტნის სახე!” (ავტორი გენია.ჯი)