ჯორჯ V – “ეპიზოდი”
ინგლისში (ზოგადად დიდ ბრიტანეთში),მოსახლეობისადმი “საშობაოდ მისალოცი სიტყვით მიმართვის” ტრადიცია,დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის ბაბუის - ჯორჯ V-ის (1865-1936 წლები) ინიციატივით იქნა შემოღებული.პირველად მან საშობაო მისალოცი სიტყვით,მოსახლეობას 1932 წლის 25 დეკემბერს მიმართა და მოულოცა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული.აღსანიშნავია,რომ ჯორჯ V-ეს ამ ღონისძიებისადმი მისალოცი პირველი სიტყვა დიდმა ინგლისელმა მწერალმა,ნოველისტმა და ავტორმა ყველასათვის ცნობილი ნაწარმოების “ჯუნგლების წიგნის” ავტორმა – რადიარდ კიპლინგმა დაუწერა.