ლუციუს აპულეიუსი – “ეპიზოდი”
დიდი რომაელი ფილოსოფოსი,მწერალი,რიტორიკოსი და ავტორი ცნობილი რომანისა “ოქროს ვირი” - ლუციუს აპულეიუსი (დაახლოებით 124-180 წლები),საკუთარ თავს პლატონის ფილოსოფიის მიმდევრად მიიჩნევდა.იგი გახლდათ მდიდარი მაღალი სახელმწიფო ჩინოვნიკის შვილი,რომელმაც მთელი თავისი ქონება მოგზაურობებში დახარჯა.ლუციუსმა ეგვიპტის ქალაქ ეეში მოგზაურობის პერიოდში,იქორწინა მდიდარ ეგვიპტელ ქალზე – პუდენტილეზე,რის გამოც ლუციუსს ბრალი დასდეს ჯადოქრობაში.რადგან ეგვიპტელთა აზრით მან მაგიის გამოყენებით შეძლო მოხეიბლა პუნდელიტე და ამ საშუალებითვე მოახერხა მასზე დაქორწინება. (ავტორი გენია.ჯი) სასამართლოზე ლუციუსმა ადვოკატზე უარი განაცხადა და საკუთარი თავის ადვოკატობა თავად იტვირთა.აღსანიშნავია,რომ ამ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი და გაიმართლა კიდეც თავი.მის მიერ წარმოთქმული დაცვის სიტყვა კი ერთგვარ წიგნად – “აპოლოგიად” იქცა.აპულეიუსის დაწერილი წიგნებიდან (ლათინურ ენაზე) მხოლოდ 11 შემორჩა ისტორიას.მათ შორის: “მეტამორფოზები”,”ოქროს ვირი” და სხვადასხვა ტრაქტატები.ლუციუს აპულეიუსის უმთავრესი ფილოსოფიური შეხედულება კი მდგომარეობდა შემდეგში:
“სიმდიდრის საზომი,არა იმდენად მიწების მფლობელობითა და შემოსავლებით იზომება,არამედ ადამიანის სულით.თუკი სული ზარალდება გაუმაძღრობითა და სიმდიდრის სიყვარულით,ასეთ ადამიანს მაშინ ოქროს მთებითაც კი ვერ დააკმაყოფილებ.მაშასადამე,ასეთი ადამიანები ყველაზე ღარიბები არიან არა მარტო სულიერად არამედ ეკონომიკურადაც,ეს კი ფაქტიურად ამ ადამიანის სრულ ფიასკოს მოასწავებს”. (ავტორი გენია.ჯი)