ედუარდ ბიორნ-ჯონსი – “მოხიბლული მერლინი”
“მოხიბლული მერლინი” - წარმოადგენს ბრწყინვალე ტილოს,დიდი ინგლისელი მხატვრისa და ილუსტრატორის - ედუარდ ბიორნ-ჯონსისა (1833-1898 წლები).იგი დახატულ იქნა ზეთის საღებავით ტილოზე.სურათის სიმაღლე 186 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 111 სანტიმეტრი.მისი დახატვა ედუარდისათვის შეკვეთილ იქნა,ინგლისელი გემთმფლობელი კომპანიის ხელმძღვანელის და კოლექციონერის – ფრედერიკ ლეილანდას მიერ.მხატვარმა სურათზე მუშაობა 1872 წელს დაიწყო,ხოლო დაასრულა ხუთი წლის შემდგომ 1877 წელს.ტილოში ასახა ციკლი ლეგენდიდან მეფე არტურის შესახებ.სიუჟეტში გადმოცემულია ტბის ლამაზმანი ქალი ნიმუე,რომელმაც განსაკუთრებული სილამაზით მოხიბლა მერლინი და დასტყუა მას საიდუმლოებები ჯადოქრობისა.შემდგომ კი,მისგანვე ნასწავლი მაგიით მერლინი ხაფანგში მოაქცია და მთების ქვეშ დაასამარა. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოტივის ტილო ფრედერიკმა ედვარდს 1860 წელს შეუკვეთა,თუმცა მხატვარმა მასზე მუშაობა მხოლოდ 1872 წლიდან დაიწყო.მაცდური ქალის “ნიმუეის” სახედ ხელოვანმა,სავარაუდოდ თავისივე შეყვარებული – მარია ზამბაკო გამოიყენა.ცნობილია,რომ მხატვრის სიყვარული ამ ქალის მიმართ უიღბლო აღმოჩნდა,რამაც მხატვარი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და მთელი მისი პირადი გრძნობები აღნიშნულ ტილოზე გადაიტანა.ასევე არის მეორე ვერსიაც,რომლის თანახმადაც,ნიმუეის სახედ მხატვარმა იმ დროისათვის ცნობილი ლამაზმანის – ჯეინ მორისის სახე გამოიყენა.ოსკარ უაილდმა ამ ტილოს “მაგიით სავსე” უწოდა.დღესდღ ეობით ედუარდ ბიორნ-ჯონსის მიერ დახატული შედევრი ტილი – “მოხიბლული მერლინი”,დაცულია “ლედი ლევერის სახვითი ხელოვნების გალერეაში”.(ავტორი გენია.ჯი)