პლატონი “აკრაგანტში” – (ეპიზოდი)

გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და სწავლულს - პლატონს (ნამდვილი სახელი არისტოკლე ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),რომელიც სოკრატეს ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ არის დღემდე მიჩნეული,თავის გენიალური მასწავლებელისგან ზომიერი ცხოვრების წესი იმდენად ჰქონდა ათვისებული და შესისხლხორცებული,რომ აკრაგანტში (კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქი,დღევანდელი ქალაქი აგრიჯენტო) ყოფნის დროს,ადგილობრივი მოსახლეობის მდიდრული სახლებით,კარგი ცხოვრებითა და გემოთმოყვარეობით გაოგნებულმა შესძახა:

“აკრაგანტელები ისეთ სახლებს იშენებენ,თითქოს მარადიულად აპირებენ ცხოვრებას და ისე იყორავენ მუცლებს,თითქოს მეორე დღეს სიცოცხლეს უნდა გამოეთხოვონ”! (ავტორი გენია.ჯი)