“გალაკტიონი თუ გალაქტიონი?!”
გენიალური ქართველი პოეტისა და “პოეტთა მეფის” - გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959 წლები) „სახელის” შესახებ არა ერთი დავა და კამათი გამართულა.იმთავითვე მიდიოდა პოლემიკა იმის შესახებ – ”გალაკტიონი” თუ “გალაქტიონიო”.
- რატომ “გალაკტიონი” და არა გალაქტიონი? იმიტომ,რომ ბავშვობიდან ეგრე ვაწერ ხელს.იტყოდა დიდი პოეტი და თან დააყოლებდა: “ყველა ჩემი წიგნის ავტორი – გალაკტიონ ტაბიძეა.ამიტომ ავტორს აქვს უფლება,მოაწეროს თავისი სახელი და გვარი ისე,როგორ მას თავად სურს, – არავის უფლებას არ მივცემ ჩემს სახელთან თამაშისა”.
ცნობილი ფაქტია,რომ როდესაც დიდი პოეტი დაიბადა,მამამისი (ვასილ ტაბიძე,გალაკტიონის დაბადებამდე ორი თვით ადრე აღესრულა) ცოცხალი აღარ იყო.(ავტორი გენია.ჯი) სახელი კი მას დედამ შეურჩია.
1947 წელს პოეტმა ცალკე ბლოკნოტი შეარჩია,რომელშიც ცალკვეულ გვერდებზე ცამეტი კონტრსაბუთი წარმოადგინა – “ბრძოლა გალაკტიონსა და გალაქტიონს” შორის,სახელწოდებით.იგი მაქსიმალურად ცდილობდა მართლწერითაც გაემართლებინა – გალაკტიონის სახელი.პოეტი დიდად წუხდა და განიცდიდა მისი სახელის “არასწორი ფორმით” გამოყენებას და ამ საკითხის ირგვლივ არაერთი მოსაზრებაც ჩამოუყალიბებია,რომელთაგან ერთი ასეთი ფორმით წარმოგვიდგინა:
” – ამგვარად,არავის არ აქვს უფლება,ყოველივე ამის შემდეგ შეუცვალოს პოეტს სახელი,მკვეთრს მკვეთრი ეწყობა,მჟღერს – მჟღერი.ქართულ ხალხურ გამოთქმაში არის სიტყვები – “კტე” ანუ კლდე,”მომიკტი” ანუ მომიკვდი.სწორედ ამიტომ – გაუმარჯოს გალაკტიონს!”. (ავტორი გენია.ჯი)