“ვატიკანის საფეხბურთო სამყარო”
ევროპის თეოკრატიულ სახელმწიფოსა და მსოფლიოს კათოლიკური სამყაროს ცენტრში – ვატიკანში, ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში სათასო და ჩემპიონატების საფეხბურთო მატჩები ისევე იმართება, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.ვატიკანის საფეხბურთო თასს – “წმინდა ტახტის თასი” ეწოდება.მატჩები 60 წუთიანია.ფინალი თასის დაპირისპირებისა,რომის ოლიმპიურ სტადიონზე იმართება. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ არბიტრები მოთამაშეებს წესების დარღვევის შემთხვევაში,მხოლოდ ცისფერ ბარათს უჩვენებენ.”ცისფერი ბარათი” წესის დამრღვევ ფეხბურთელს 5 წუთით აძევებს მოედნიდან.რეკორდი გაძევების მხრივ,სამჯერ ნაჩვენები “ცისფერი ბარათია” ერთ მატჩში.საინტერესოა ისიც,რომ ვატიკანის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სახელწოდებები,აბსოლუტურად განსხვავდება სხვა ქვეყნების საფეხბურთო კლუბების სახელწოდებებთან.მაგალითად იქ არსებული გუნდების სახელწოდებებია: “ბიბლიოთეკა”,”ტელეფოსტა”,”გვარდიელები”,”მუზეუმების ნაკრები” და “ბანკი”.
პირველი საფეხბურთო მატჩი ვატიკანში 1947 წელს შედგა,ხოლო პირველი ჩემპიონატი 1973 წელს ჩატარდა. (ავტორი გენია.ჯი) 2007 წელს კი პირველი სუპერთასიც გათამაშდა.ვატიკანს საკუთარი ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრებიც გააჩნია (ნაკრების ეროვნული ფორმის ფერებია – ყვითელი და თეთრი),თუმცა არც ფიფას და არც უეფას წევრი არ გახლავთ.შესაბამისად საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ვერ იღებენ.ვატიკანის ნაკრებმა მისი პირველი ოფიციალური მატჩი 2002 წელს მონაკოსთან ჩაატარა,რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.2006 წელს კი შვეიცარიის საფეხბურთო კლუბ “ვოლმონდთან” გამართა თამაში და 5:1 გაიმარჯვა კიდეც.ასევე ცნობილი და საინტერესოა ისიც,რომ ვატიკანის ნაკრების მწვრთნელობა,თავის დროზე შესთავაზეს დიდ იტალიელ მწვრთნელს – ჯოვანი ტრაპატონის,მაგრამ მან ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.ვატიკანის სტადიონს სადაც საფეხბურთო მატჩები ტარდება – “რომის წმინდა პეტრეს” სახელობისაა,თუმცა იქ ტრიბუნები არ არის განთავსებული.ქვეყნის ნაკრები მატჩს მართავს “Stadio Pio XII”-ზე,რომელიც 1500 მაყურებელზეა გათვლილი.დღესდღეობით ვატიკანი ფიფას წევრი ქვეყანა არ გახლავთ,მაგრამ შესაძლოა ახლო მომავალში იგი,ამ საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციის სრულფასოვანი წევრი გახდეს. – (ავტორი გენია.ჯი)