ხოაკინ სოროლია-ი-ბასტიდა
ხოაკინ სოროლია-ი-ბასტიდა დაიბადა 1863 წლის 27 თებერვალს ვალენსიაში (ესპანეთი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი მხატვარ-იმპრესიონისტი.მშობლები ბავშვობაშივე დაეღუპა,რის გამოც დასთან ერთად,დეიდა ზრდიდა.14 წლის ასაკიდან დაიწყო ხატვის შესწავლა. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ვალენსიაში სწავლობდა -ფრანცისკო პრადილის ხელმძღვანელობით,ხოლო მოგვიანებით სწავლა მადრიდში განაგრძო.1885 წელს ესპანური სამხატვრო აკადემიის მიერ სასწავლებლად გაგზავნილ იქნა რომში,სადაც ოთხი წელიწადი დაჰყო.მოგვიანებით გადავიდა პარიზში.იქვე გაეცნო თანამედროვე მხატვრობას.მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ცნობილმა ფრანგმა ნატურალისტმა მხატვარმა – ჟიულ ბასტენ-ლეპაჟმა და ასევე ცნობილმა გერმანელმა მხატვარმა – ადოლფ მენცელმა.1888 წელს დაბრუნდა ვალენსიაში,1890 წლიდან კი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად მადრიდში გადადის,სადაც იგი კიდევ ორი ქალიშვილის მამა ხდება. (ავტორი გენია.ჯი) მალევე,ხოაკინის შემოქმედება,არა მარტო ესპანეთის მაშტაბით,არამედ საერთაშორისო მაშტაბებით იხვეჭს პოპულარობას.მისი ნამუშევრები დაჯილდოებულ იქნა სხვადასხვა პრემიებით ამერიკის,საფრანგეთისა და ესპანეთის სამხატვრო სალონებში გამოფენებისას. (ავტორი გენია.ჯი) გვირგვინი კი მისი წარმატებისა გახლდათ 1900 წელს პარიზში გამართული “მსოფლიო გამოფენა”,სადაც მისმა ნამუშევრებმა უდიდესი მოწონება და რეზონანსი გამოიწვია.სწორედ ამ გამოფენის შემდეგ მიენიჭა მას საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო – “საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი”.ამავე დროს,არჩეულ იქნა პარიზის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრად.ხოაკინი გახლდათ ლისაბონისა და მადრიდის სამხატვრო აკადემიის წევრი.1906 წელს,მხატვრის 500 ტილო იქნა გამოფენილი პარიზის სამხატვრო სალონში.1911 წელს კი კონტრაქტი დადო ამერიკელ მაგნატთან და მეცენატთან – არჩენ ჰანტინგტონთან.კონტრაქტის თანახმად ხოაკინს უნდა შეექმნა სერიები სურათებისა ესპანეთის შესახებ.1919 წელს კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა სურათი დახატა (თუმცა პუბლიკამ იგი პირველად,მხოლოდ 1926 წლისათვის იხილა).1920 წელს მიიღო ინსულტი,რის გამოც სიცოცხლის უკანასკნელი სამი წელიწადი პარალიზებულმა იცოცხლა.ხოაკინ სოროლია-ი-ბასტიდა გარდაიცვალა 1923 წლის 10 აგვისტოს სერსედილიაში (ესპანეთი).მისი შემოქმედება კი 2000-მდე ტილოს ითვლის და ისინი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმშია დაცული.მიუხედავად მისი გარდაცვალებისა,ხოაკინის პერსონალური გამოფენები დღემდე იმართება სხვადასხვა ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი)