“იაპონიის ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა”
“იაპონიის ეროვნული საპალამენტო ბიბლიოთეკა” - ერთედერთი ეროვნული ბიბლიოთეკაა იაპონიაში და ამასთანავე ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაც გახლავთ მსოფლიოში.იგი დაარსებულ იქნა 1948 წელს,რათა ამ უნიკალური ბიბლიოთეკით ესარგებლათ იაპონიის პარლამენტის წევრებს. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით კი ის არაფრით ჩამოუვარდება ამერიკის ეროვნული კონგრესის ასევე უდიდეს ბიბლიოთეკას მსოფლიოში.იაპონიის ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა შედგება ორი განყოფილებისაგან.ერთი მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში,ხოლო მეორე ქალაქ კიოტოში.მთავარი ცენტრი ამ უდიდესი წიგნსაცავისა რაღათქმა უნდა ტოკიოშია.ეს უდიდესი ბიბლიოთეკა მემკვიდრეა ერთბაშად სამი სხვადასხვა იაპონური ბიბლიოთეკებისა,კერძოდ: საიმპერატორო ბიბლიოთეკის,რომელიც დაარსებულ იქნა 1872 წელს იაპონიის განათლების სამინისტროს მიერ და ასევე იაპონიის ორი საპარლამენტო ბიბლიოთეკისა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში კი ამ სამი სხვადასხვა ბიბლიოთეკებში შენახული წიგნები და ხელნაწერები გააერთიანეს “იაპონიის ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკაში”.ამერიკელთა იაპონიაში შესვლის შემდეგ,რომელსაც მეთაურობდა ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური,ბიბლიოთეკა კიდევ უფრო გაფართოვდა და იგი 100,000 ტომით შეივსო კიდეც 1948 წლისათვის.1986 წლისათვის წიგნების ეგზემპლართა საერთო რაოდენობამ 12 მილიონი შეადგინა.აქვეა გახსნილი სპეციალური სექცია ბავშვებისათვის,ამასთანავე ამ უნიკალური ბიბლიოთეკით სარგებლობენ სხვადასხვა ათასობით მეცნიერი სხვადასხვა ქვეყნებისა.ბიბლიოთეკაში დაცულია აბსოლუტურად ყველა წიგნი რომელიც იაპონიაში როდესმე გამოცემულა.იგი მდიდარია უცხოური ლიტერატურითაც და იყოფა 7 მნიშვნელოვან სპეციალურ კოლექციათ,ესენია:
1. თანამედროვე პოლიტიკური და კონსტიტუციური ისტორია.
2. შრომები ომისშემდგომი იაპონიის ოკუპაციისა.
3. კანონები და კანონპროექტები.
4. რუკები.
5. მუსიკა.
6. უცხოური წიგნები იაპონიის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)
7. იშვიათი და უძველესი გამოცემები.
დღესდღეობით იაპონიის ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკას გააჩნია თავისი საიტი იაპონურ და ინგლისურ ენებზე,სადაც წარმოდგენილია უამრავი დოკუმენტები,60000-მდე წიგნი (მათ შორის 37000 ძველი გამოცემები) და იაპონიის საპარლამენტო ოქმები.დღესდღეობით ამ ბიბლიოთეკაში 35,6 მილიონი ეგზემპლარი ინახება,მათ შორის 9,3 მილიონი წიგნია.ხოლო სხვა ეგზემპლარები შემონახულია ხელნაწერების,რუკების და სხვადასხვა მანუსკრიპტების სახით.წელიწადში საშუალოდ ბიბლიოთეკას 654,000 მკითხველი სტუმრობს.აღსანიშნავია,რომ მას საკუთარი ბიუჯეტიც გააჩნია,თანხის რაოდენობა კი ბიუჯეტისა 21,8 მილიარდი იენია.ამ ბიბლიოთეკაში სულ მუშაობს 908 თანამშრომელი.იაპონიის ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის ვებ-საიტია www,ndi.go.jp/ (ავტორი გენია.ჯი)