იაგუარუნდი

იაგუარუნდი - კატისებრთა ოჯახის,მტაცებელი ძუძუმწოვარა ცხოველთა რიგის სახეობაა.ბინადრობენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე,ასევე გავრცელებული არიან ტეხასის შტატში (ჩრდილოეთ ამერიკა).ძირითადად,ტროპიკული ტყეების მოყვარულები არიან. (ავტორი გენია.ჯი) გამოირჩევიან ცხოვრების განსაკუთრებული (განდეგილი) ცხოვრების წესით.ფიზიკურად ძალიან ჩამოჰგავენ კვერნას.იაგუარუნდები საკმაოდ იშვიათი სახეობის ცხოველებია და ასევე იშვიათად შეიძლება მათი ხილვა ბუნებაშიც.სიგრძე 55 სანტიმეტრიდან 77 სანტიმრტრამდეა,სიმაღლე 25-იდან 35 სანტიმეტრამდე,ხოლო წონა 4,5 კილოგრამიდან 9 კილოგრამამდეა.აქვთ საკმაოდ დიდი კუდი,რომლის სიგრძე ხშირ შემთხვევებში 30-იდან 60 სანტიმეტრამდეა. (ავტორი გენია.ჯი) მათი ცხოვრების ხანგრძლივობა ტყვეობაში 15 წლამდეა,ხოლო ბუნებაში კი უცნობია.61-დან 75 დღის მაკეობის შემდეგ შობს 1-დან 4-მდე პატარას.მაკეობის პერიოდი ერთადერთი პერიოდია,როდესაც ისინი წყვილებად ცხოვრობენ.ნადირობენ ფრინველებზე,კურდღლებზე და სხვა პატარა ცხოველებზე.ევროპელთა გამოჩენამდე ლათინელ ინდიელებს – იაგუარუნდი მოშინაურებული ჰყავდათ და მათ სახლის ქვეწარმავლებისა და მღრნელებისაგან თავდასაცავად იყენებდნენ.დღესდღეობით ამ უნიკალურ სახეობის ცხოველს,ადამიანთა დაუდევრობის გამო  გადაშენება ემუქრება,რის გამოც შეყვანილია “წითელ წიგნში”. (ავტორი გენია.ჯი)