“ეიფელის კოშკი” – (ორი ეპიზოდი)
1. მეორე მსოფლიო ომის დროს,როდესაც ადოლფ ჰიტლერის ჯარებმა დაიკავეს საფრანგეთი და მისი ულამაზესი დედაქალაქი პარიზი 1940 წელს,იმავე საღამოს ქალაქში ჩავიდა ფიურერი.სწორედ “ეიფელის კოშკთან” ყოფნისას განაცხადა ჰიტლერმა:
“დღეს პარიზის – “ეიფელის კოშკი”,ხვალ ლონდონის “ბიგ-ბენი”,ზეგ მოსკოვის – “კრემლი”,ხოლო სულ მალე კი ნიუ-ორკის – “თავისუფლების ქანდაკება!”.
მანამ,სანამ გერმანელები პარიზში შევიდოდნენ,ფრანგმა ინჟინრებმა სპეციალურად დააზიანეს და გაანადგურეს ეიფელის კოშკზე ასასვლელი ლიფტები,რათა მათ პარიზისა და სრულიად საფრანგეთის სიამაყეზე გერმანული დროშა არ გამოეფინათ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად “ეიფელის კოშკის” უმაღლეს საფეხურზე ჰიტლერი ვერ ავიდა და ვერ გადახედა – “სიამაყით”,მის ფეხქვეშ გაგებულ საფრანგეთის გულს.ამ ფაქტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა სრული სერიოზულობით ამბობდა:
“მიუხედავად იმისა,რომ ჰიტლერმა და ფაშისტებმა დაიკავა და დაიპყრო საფრანგეთი,მათ მაინც ვერ შეძლეს და ვერ დაიპყრეს – “ეიფელის კოშკი”.
2. გუსტავ ეიფელმა (მთავარმა ინჟინერ-კონსტრუქტორმა ეიფელის კოშკისა),ამ უნიკალურ ქმნილებაზე,თავისივე ინიციატივით გრავიურის სახით გამოსახა 72 უდიდესი ფრანგი ინჟინერის,მათემატიკოსისა და სწავლულის სახელები,რომლებიც გუსტავ ეიფელთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ კოშკის მშენებლობაში.მიუხედავად ამისა 1920-იან წლებში მათი სახელები გადაღებილ იქნა.თუმცა 1986-1987 წლებში,გუსტავ ეიფელის მიერ შექმნილი გრავიურა,კვლავ აღდგენილ იქნა ისეთივე ფორმით,როგორც თავიდანვე იყო. (ავტორი გენია.ჯი)